რუსთავში კიდევ ერთი შიდასაუბნო რეკრეაციული სივრცე გაიხსნა

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, ახალი შიდასაუბნო რეკრეაციული სივრცე გაიხსნა, სადაც დღეს საახალწლო ილუმინაციებიც ჩაირთო.
მესხიშვილის ქუჩის N11 და N13 საცხოვრებელი კორპუსებთან, მულტიფუნქციური სკვერი მოსახლეობის თხოვნით მოეწყო.
ახალი დასასვენებელი და გასართობი სივრცე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ პარლამენტარ ალექსანდრე დალაქიშვილთან და ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრებთან ერთად გახსნა.
,,ცენტრალური ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების განახლებასთან ერთად, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, შიდასაუბნო სივრცეების მოწესრიგებაცაა. ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და გამწვანება-ეს მოსახლეობის მოთხოვნაა და ჩვენ ვცდილობთ, სწორედ მოსახლეობასთან ერთად განვახორციელოთ ისეთი პროექტები, როგორიც ეს ახალი სივრცეა, სადაც ძალიან კარგი განწყობაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია შიდასაუბნო სივრცეების განვითარება“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
მულტიფუნქციურ სკვერში, 5737 კვადრატულ მეტრ ფართობზე საფეხმავლო ბილიკები, მწვანე და სარწყავი სისტემები, დასასვენებელი ზონები, განათების ქსელი, დეკორატიული ღობე, საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები, საბავშვო ატრაქციონები და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კუთხეა მოწყობილი. ვანდალიზმის პრევენციის მიზნით, სკვერში დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერებიც. მიმდინარე წელს, რუსთავში 15 ახალი შიდასაუბნო სკვერი მოეწყო.
წინა რუსთავის მუნიციპალიტეტს ,,პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2022“-ის სპეციალური პრიზი გადაეცა