რუსთავში ,,რუსთავქალაქობისადმი“ მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართა

,,რუსთავქალაქობა 2023“ რუსთავში, თავისუფლების მოედანზე ქართული მუსიკის საღამოთი აღინიშნა.
ქალაქის დღესასწაულის მთავარი თემა, წელს უძველესი და მე-20 საუკუნის განახლებული რუსთავის ისტორია იყო.

საზეიმო საღამოს ყველა თაობის, მათ შორის სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის ის ადამიანები ესწრებოდნენ, რომელთაც განახლებული ქალაქის მშენებლობასა და განვითარებაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვით.

,,ჩვენს ქალაქს და თითოეულ რუსთაველს კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ჩვენი ქალაქის დღე. ძალიან სასიამოვნო საღამო გვქონდა. სწორედ სინათლე, რომელიც აქ შეკრებილი ადამიანებისგან და საოცარი მუსიკიდან მოდიოდა, ქმნის ჩვენი ქალაქის მომავალს. მინდა, ვუსურვო რუსთაველებს ყველაზე მთავარი – ჯანმრთელობა და ჩვენს ქალაქს კიდევ და კიდევ განვითარება“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

,,რუსთავქალაქობის“ საზეიმო კონცერტში, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი და ნიკა ნიკვაშვილი, ანსამბლი ,,ქართული ხმები”, ნატო მეტონიძე, ნუკრი კაპანაძე, ზვიად ბოლქვაძე, ნატალია ქუთათელაძე, ნეკა სებისკვერაძე, გიორგი სუხიტაშვილი, ლაშა ნოზაძე და მიხეილ ჯავახიშვილი იღებდნენ მონაწილეობას.
,,რუსთავქალაქობის” საზეიმო ღონისძიებას მუსიკოსი და რეჟისორი ლაშა ნოზაძე უძღვებოდა.
ქალაქის დღესასწაულს, რუსთაველები ყოველი წლის შემოდგომაზე, ტრადიციულად უკვე 25 წელია, რაც აღნიშნავენ.

 

 

 

წინა რუსთავში ,,რუსთავქალაქობისთვის“ მზადება მიმდინარეობს