საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივითა და თითოეული მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 2025 წლის 9 ივნისიდან 2 აგვისტომდე, საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება მინი ფეხბურთის ჩემპიონატი, რომელიც ხორციელდება კამპანიის „არა ნარკოტიკს“ ფარგლებში.
ჩემპიონატის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტის საშუალებით ნარკოტიკებზე უარის თქმის წახალისება.
ჩემპიონატი ჩატარდება ოლიმპიური სისტემით. გუნდები იასპარეზებენ როგორც მუნიციპალურ, ისე რეგიონულ დონეზე. მონაწილეობის უფლება აქვთ ახალგაზრდებს 18 წლის ასაკიდან.
ტურნირის ეტაპები:
I ეტაპი – მუნიციპალიტეტების ჩემპიონების გამოვლენა;
II ეტაპი – გამარჯვებული მუნიციპალიტეტების გუნდები
იასპარეზებენ რეგიონულ პირველობაზე;
ფინალური ეტაპი – თითოეული რეგიონის გამარჯვებული გუნდი მიიღებს მონაწილეობას საქართველოს ჩემპიონატში.
მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია 2025 წლის 4 ივნისიდან 8 ივნისის ჩათვლით.
გიწვევთ, ჩაერთოთ ჩემპიონატში მეგობრებთან ერთად და გაატაროთ ზაფხული აქტიურად და ჯანსაღად!
დამატებითი ინფორმაცია და რეგისტრაციის ბმული იხილეთ ქვემოთ
რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/7ciSY7W3HTYnmGUZ9
დებულება (PDF): https://drive.google.com/…/1rAEwkWlww380…/view…