სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გზშ-ის პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ მიერ წარდგენილია რუსთავის გაერთიანებული ცემენტის ქარხნის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის სკრინინგის ანგარიშის განცხადება.
სკრინინგის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge.
გთხოვთ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა უზრუნველყოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2023 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი №150 ან ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge.