შპს ,,რუსთავის ფოლადის” მიერ, დღე-ღამეში 100 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენის განთავსება და დამუშავების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის შესახებ

გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა -შპს „რუსთავის ფოლადის“ მიერ დღე-ღამეში 100 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენის განთავსებადამუშავების პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: დღე-ღამეში 100 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენების განთავსება და დამუშავება
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „რუსთავის ფოლადი“
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: რუსთავის მუნიციპალიტეტი
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
 2025 წლის 10 სექტემბერი, 12:00 საათი, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა (მის: კოსტავას ქ. N20)

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

წარმოდგენილ გზშ-ის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელფოსტაზე. გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს). დამატებით გაცნობებთ, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსიის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი. საჯარო განხილვასთან დაკავშირებით შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს (ტელ: (+995 322) 112023, ელფოსტა: ph@eiec.gov.ge, მისამართი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N32გ).

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 12-ე მუხლის შესაბამისად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში საქმიანობის განმახორციელებლის მხრიდან განცხადება დარეგისტრირდა 2025 წლის 25 ივლისი. აღნიშნული განცხადების რეგისტრაციიდან, არაუადრეს 51-ე დღისა და არაუგვიანეს 55-ე დღისა სააგენტო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ, ხოლო ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას იღებს გადაწყვეტილებას საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სახელმძღვანელო დოკუმენტი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/79d7eeef-3ec3-45a7-992a-b4f283deff1b

იხილეთ დანართი

 

წინა ნინო ლაცაბიძე: ჩვენი ქალაქისთვის ისტორიული მნიშვნელობის ეკოლოგიური პროექტი – ჭალის ტყეების აღდგენა-განაშენიანება დავიწყეთ