ცხელი ხაზი 1300 კონტაქტი

ტრანსპორტი

რუსთავში შიდა საქალაქო მარშრუტებზე მოძრავი ტრანსპორტის სახეობებია:

  • მუნიციპალური ტრანსპორტი (ავტობუსი)
  • კერძო სამარშრუტო მიკროავტობუსი
  • ტაქსი

შპს „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო“ განკარგავს მუნიციპალურ ტრანსპორტს (ავტობუსები) 

სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  • შიდა საქალაქო  და საქალაქთაშორისო მარშრუტებზე მგზავრთა ხარისხიანი, უსაფრთხო და კომფორტული გადაყვანის უზრუნველყოფა
  • საწარმოს ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამართული ტექნიკური მდგომარეობის უზრუნველყოფა;
  • სატრანსპორტო საშუალებებში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა;
  • საქალაქთაშორისო და შიდა საქალაქო მარშრუტებზე სამუშაო გრაფიკების შემუშავება და მათ შესრულებაზე კონტროლი.
    საწარმოს დაკომპლექტება კვალიფიციური კადრებით.

ამ ეტაპისთვის, ქალაქში არსებულ 7 მარშრუტზე მოძრაობს 40 ერთეული მუნიციპალური ავტობუსი. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, რუსთაველებს 35, შაბათს 28, ხოლო კვირას 26 ავტობუსი ემსახურება.

 მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის განრიგი:

  • დილის 06:22 სთ – დან საღამოს  22: 46 სთ-მდე
  • ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, მარშრუტებს შორის ინტერვალი შეადგენს 15 წუთს. პირველი ავტობუსი გადის 06:22 საათზე, ბოლო ავტობუსი ავტოფარეხში ბრუნდება 22:46 საათზე.
  • დასვენების დღეებში, შაბათ-კვირას, მე-12 მიკრორაიონში, წმინდა ნიკოლოზის სახ. ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსთაველებს ქალაქის სასაფლაოების მიმართულებით, მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ ემსახურება. ავტობუსები მე-12 მიკრორაიონიდან 09:00, 12:00 და 16:00 საათზე გადიან, სასაფლაოს ტერიტორიიდან ქალაქის მიმართულებით კი 10:00. 13:00 და 17:00 საათზე.  

მუნიციპალური ავტობუსების შიდა საქალაქო მარშრუტები:

მარშრუტი №1   მშენებელთა ქუჩა-ფიროსმანის ქუჩა-კოსტავას-გამზირი-მეგობრობის გამზირი-შარტავას გამზირიქუთისის
ქუჩა-ლეონიძის ქუჩა-მესხიშვილის ქუჩა-თოდრიას-ქუჩა-კლდიაშვილის ქუჩა-მეგობრობის გამზირი-კოსტავას გამზირი-ფიროსმანის ქუჩა-მშენებელთა ქუჩა  

მარშრუტი №2

ბალანჩიძის ქუჩა-რუსთაველის ქუჩა-კოსტავას გამზირი-მეგობრობის გამზირი-კლდიაშვილის ქუჩა-თოდრიას ქუჩა-მესხიშვილის ქუჩა-მე12 მკ/რ-აღმაშენებელის გამზირი-მოდებაძის ქუჩა-ლენოძის ქუჩა-ქუთაისის ქუჩა-შარტავას გამზირი-მეგობრობის გამზირი-კოსტავას გამზირი-გაგარინის ქუჩა-დავით გარეჯის ქუჩა-ბალანჩივაძის ქუჩა

მარშრუტი №3

ავტობაზრობა-შარტავას გამზირი-მეგობრობის გამზირი-კოსტავას გამზირი-გაგარინის ქუჩა-კოსტავას გამზირი-რუსთაველის ქუჩა-კოსტავას გამზირი-მეგობრობის გამზირი-შარტავას
გამზირი-ავტობაზრობა

მარშრუტი №4

მეტ.კომბინატი-კოსტავას გამზირი-მეგობრობის გამზირი-კლდიაშვილის ქუჩა-თოდრიას ქუჩა-მესხიშვილის ქუჩა-შარტავას გამზირი-ქუთაისის ქუჩა-ლეონიძის ქუჩა-მოდებაძის ქუჩა-აღმაშენებლის გამზირი-მე12 მკ/რ-მესხიშვილის ქუჩა-თოდრიას ქუჩა-კლდიაშვილის ქუჩა-მეგობრობის ქუჩა-კოსტავას გამზირი-რუსთაველის ქუჩა-დავით გარეჯის-ქუჩა-გაგარინის ქუჩა

მარშრუტი№5

მეტ. კომბინატი>კოსტავას ქუჩა>თბილისის ქუჩა>ფალიაშვილის ქუჩა-მელიქიშვილის ქუჩა-ლომოურის ქუჩა-შარტავას გამზირი-ჩერკასის ქუჩა-მოდებაძის ქუჩა-აღმაშენებლის
გამზირი-სანაპიროს ქუჩა-პუშკინის ქუჩა-კაპანაძის ქუჩა-ლეონიძის ქუჩა-ჩერკასის ქუჩა-შარტავას გამზირი-ლომოურის ქუჩა-მელიქიშვილის ქუჩა-ფალიაშვილის ქუჩა-თბილისის ქუჩა-კოსტავას გამზირი-მეტ. კომბინატი

მარშრუტი №6

რკ.სადგური-რუსთაველის ქუჩა-კოსტავას გამზირი- თავგორაშვილის ქუჩა-სანაპიროს ქუჩა-აღმაშენებლის გამზირი- მოდებაძის ქუჩა-ტაშკენტის ქუჩა-შარტავას გამზირი-ტაშკენტის ქუჩა-ლეონიძის ქუჩა-მე12 მკ/რ-აღმაშენებლის გამზირი-სანაპიროს ქუჩა-თავგორაშვილის ქუჩა-მეგობრობის გამზირი-კოსტავას გამზირი-ფიროსმანის ქუჩა-გაგარინის ქუჩა-კოსტავას გამზირი-რუსთაველის ქუჩა-რკ.სადგური

მარშრუტი№ 7

რჩეულიშვილის ქუჩა-გიორგაძის ქუჩა-სამგორის ქუჩა-მაზნიაშვილის ქუჩა-ზედგინიძის ქუჩა-ჯავახიშვილის ქუჩა-გაგარინის ქუჩა-ბათუმის ქუჩა-რუსთაველის ქუჩა-კოსტავას გამზირი-მეგობრობის გამზირი-მესხიშვილის ქუჩა-ლეონიძის ქუჩა-ქუთაისის ქუჩა-შარტავას გამზირი-მეგობრობის გამზირი-კოსტავას გამზირი-ჭავჭავაძის ქუჩა-ბათუმის ქუჩა-გაგარინის ქუჩა-ჯავახიშვილის ქუჩა-ზედგინიძის ქუჩა-მაზნიაშვილის ქუჩა-გოგოლის ქუჩა-მცხეთის ქუჩა-რჩულიშვილის ქუჩა

მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობის საფასური შეადგენს 0,50 თეთრს.

შეღავათები მუნიციპალური ტრასპორტით მგზავრობაზე:

გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებზე ვრცელდება მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის შეღავათები. კერძოდ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება მუნიციპალური ტრანსპორტის სამგზავრო ბარათები. შეღავათით სარგებლობენ ვეტერანები, პენსიონერები, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სარეიტინგო ქულით 0-დან 150 000- მდე, ასევე მოსწავლეები, სტუდენტები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, საჯარო სკოლების, მუნიციპალური თეატრის, სამუსიკო სკოლების, ისტორიული მუზეუმის, სამხატვრო სკოლების, კულტურის ცენტრის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირათა ცენტრის, ა(ა)იპ  “რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის”, ააიპ „რუსთავის წმინდა აკაკი მორჩილის სახელობის მოხუცებულთა სახლის“, საბიბლიოთეკო გაერთიანების ფილიალების, ბაგა–ბაღების გაერთიანებების ფილიალების, სასპორტო სკოლის თანამშრომლები და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მომუშავე რუსთავში რეგისტრირებული პედაგოგები.

რუსთავში, საქართველოს მასშტაბით პირველად, დამონტაჟდა ელექტრონული ტაბლოები, რომელზეც აისახება ავტობუსების მოძრაობის განრიგი. ქალაქში მოწესრიგებულია საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი ნიშნებიც.


2022 წლის აპრილის თვიდან, რუსთავი-თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსები დაინიშნა. ავტობუსები რუსთავის გასასვლელიდან თბილისის ისნის მეტრომდე მოძრაობენ.

ავტობუსების მოძრაობის განრიგი: 

  • ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დედაქალაქის მიმართულებით მოძრავ მუნიციპალურ ავტობუსებს, მგზავრები 15-წუთიანი ინტერვალით გადაყავთ. პირველი ავტობუსი რუსთავიდან თბილისის მიმართულებით, 07.00. სთ-ზე გადის. თბილისიდან რუსთავის მიმართულებით, კი მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობას 07.45.სთ-ზე იწყებს. ბოლო ავტობუსს დედაქალაქიდან რუსთავში მგზავრები 22.45. სთ-ზე გადმოყავს, რუსთავიდან თბილისისკენ, კი ბოლო მუნიციპალური ავტობუსი, 22.00.სთ-ზე გადის.
  • შაბათ-კვირას, მუნიციპალური ავტობუსებს მგზავრები 20-წუთიანი ინტერვალით გადაყავთ. პირველ ავტობუსს რუსთავიდან თბილისის მიმართულებით 07:00 სთ-ზე, თბილისიდან რუსთავის მიმართულებით, კი 07:50 სთ-ზე გადმოყავს მგზავრები. ბოლო ავტობუსი შაბათ-კვირას, დედაქალაქიდან რუსთავის მიმართულებით, 22:50 სთ-ზე, რუსთავიდან თბილისისკენ, კი 22:00.სთ-ზე გადის.
სტანდარტული ტარიფი 1,50 ლარი, სტუდენტები სარგებლობენ შეღავათით და მათთვის ტარიფი შეადგენს 0,50 თეთრს.
 

მობილური აპლიკაცია

მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ,,რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის საწარმო” მომხმარებელს სთავაზობს მობილურ აპლიკაციას –  rustavi transport Android-ისა და IOS პლატფორმაზე მომუშავე სმარტფონებისთვის. 

აღნიშნული აპლიკაცია (https://play.google.com/store/apps/details?id=com.azry.ttc.android.rustavi&pli=1)  მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მიიღოს დეტალური ინფორმაცია მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტებისა და განრიგების შესახებ. 

მუნიციპალურ ავტობუსებში გამოკრულია სპეციალური QR კოდიც, რომლის მეშვეობითაც მგზავრს შეუძლია ტელეფონში მარტივად ჩამოტვირთოს მობილური აპლიკაცია.


შიდა საქალაქო მარშრუტებზე მოძრავი კერძო მიკროავტუბუსებით მგზავრობის ღირებულება შეადგენს 0, 80 თეთრს. რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მგზავრობის საფასური მარშრუტების მიხედვით, 2.50–დან 2,80 ლარამდე მერყეობს. 

ბოლო წლებში, რუსთავში, მნიშვნელოვნად გაიზარდა კერძო ტაქსოპარკების რაოდენობა, რამაც ხელი შეუწყო ბაზარზე კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას და მომხმარებლებისთვის  24 საათის განმავლობაში ხელმისწავდომი, იაფი მომსახურების მიწოდებას.