საქართველოს კულტურის სამინისტროსა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში კომედიის თეატრალური ფესტივალი ჩატარდა. ბოლო საფესტივალო დღეს, მაყურებლის წინაშე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის დასი სპექტაკლით – „მწვანე ბარათი” წარსდგა. ფესტივალის ჟიურიმ სახვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოავლინა და საუკეთესო ინსცენირებისთვის, თამაზ გოდერძიშვილის სახელობის ჯილდო, რეჟისორ ავთანდილ ვარსიმაშვილს სპექტაკლისთვის „ვთამაშობთ კვაჭი კვაჭანტირაძეს“გადაეცა. ნომინაციებში საუკეთესო ქალი მსახიობი […]