საგანმანათლებლო რესურსცენტრი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო
კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საგანმანათლებლო რესურსცენტრი ახორციელებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, პროფესიული სწავლების ცენტრებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მიმდინარე პროცესების კვლევასა და ზედამხედველობას. ასევე, კონტროლს უწევს სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმების, სტანდარტების და სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების შესრულებას სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სწავლების ცენტრებში. წარუდგენს სამინისტროს რეკომენდაციებს და წინადადებებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების და პროფესიული სწავლების ცენტრების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; ასევე, თვალყურს ადევნებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში, სამეურვეო საბჭოებისა და დირექტორების არჩევნების მიმდინარეობას. უზრუნველყოფს აღნიშნული პროცედურების შესატყვისობას სამინისტროს მიერ დადგენილ წესთან და არჩევნების შედეგების მიწოდებას სამინისტროსთვის; შესაბამისი ღონისძიებების გატარებით ხელს უწყობს სამინისტროს მიერ შემუშავებული ნოვაციების და პროგრამების დანერგვას ქალაქის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროფესიული სწავლების ცენტრებში და სამინისტროსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ინფორმაციის გაცვლასა და თანამშრომლობას;
რესურს-ცენტრის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი, მის საქმიანობას წარმართავს რესურსცენტრის უფროსი, რომელსაც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. რესურსცენტრის საშტატო განრიგს ამტკიცებს ასევე მინისტრი.
რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
ხელმძღვანელი:
თამარ ხეჩიკაშვილი
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: რუსთავი, მელიქიშვილის ქუჩა N7 (N18 საჯარო სკოლის შენობა)
ტელეფონი: (0341) 22 70 80
ელ-ფოსტა: rustavi@mes.gov.ge