12 აგვისტოს, რუსთავში, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი – ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის’’ გაიმართება

📢 ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი „ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის’’

✔️ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2024 წლის 12 აგვისტოს, ქალაქ რუსთავში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი – ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის’’ გაიმართება. ღონისძიებაში ცენტრალური და ადგილობრივი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელი საჯარო მოხელეები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რუსთაველი ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას. ფორუმზე შეკრებილებს სიტყვით მაღალი რანგის თანამდებობის პირები მიმართავენ.

✔️ ფორუმზე მონაწილეები ჩაერთვებიან დისკუსიებში, გააზიარებენ კარგ გამოცდილებასა და ცოდნას, განსაზღვრავენ თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის. ფორუმის განსახილველ საკითხებს შორისაა:
🔹 2023-2026 წლებისთვის სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგიის განხორციელებაში ადგილობრივი ხელისუფლების როლის გაძლიერება;
🔹 ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა: სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა და უნარების განვითარება;
🔹 ახალგაზრდული ინიციატივებისა და პროექტების დაფინანსება;
🔹გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის გაძლიერება.
ფორუმის ფარგლებში 64-ვე საკრებულოს ახალგაზრდა წევრები კენჭს უყრიან რეზოლუციის პროექტს „ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის’’. ეს დოკუმენტი განსაზღვრავს ხელისუფლებისა და სხვა დაინტერესებული სუბიექტებისთვის ძირითად რეკომენდაციებს ახალგაზრდების გაძლიერებისთვის.

✔️ 2024 წლის „ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი’’ თბილისის საკრებულო / Tbilisi City Assembly სა და საქართველოს პარლამენტი პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ს, ახალგაზრდობის სააგენტო • Youth Agency სა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) მხარდაჭერით ტარდება.

✔️ „ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი’’ 2018 წლის 12 თებერვალს, თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია Sports and Youth ის ინიციატივით დაფუძნდა. მისი მიზანია მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ახალგაზრდებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება და ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა. წელს ფორუმი მეოთხედ ტარდება.

#თაობასაქართველო #GenerationGeorgia

წინა ნინო ლაცაბიძე- ჩვენ დავპირდით მოსახლეობას და რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატთან, ირაკლი შატაკიშვილთან ერთად, ვაგრძელებთ რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე პროექტების მონიტორინგს