ნინო ლაცაბიძე – ბიზნესისა და პროფესიული სასწავლებლის მჭიდრო ურთიერთობა, რუსთაველებს ეფექტიანად დასაქმების შესაძლებლობას მისცემს

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ქალაქში მოქმედი მსხვილი საწარმოების წარმომადგენლებთან და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად, პროფესიულ კოლეჯ ,,მოდუსში“ სამუშაო შეხვედრა გამართა. „მოდუსის“ სტუმრები სასწავლო პროცესს ადგილზე გაეცნენ და კოლეჯში არსებული სახელოსნოები დაათვალიერეს, რის შემდეგაც დირექტორმა ნინო ქავთარაძემ სასწავლო პროგრამების შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარადგინა. შეხვედრის მიზანი, ადგილობრივ ბიზნესსა და პროფესიულ კოლეჯს შორის ურთიერთთანამშრომლობის დამყარება და […]