რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ „მერების შეთანხმების“ ათი წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ნინო ლაცაბიძემ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „მერების შეთანხმება – აღმოსავლეთ პარტნიორობის“ (Com – East) 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, ,,მერების შეთანხმების“ ფარგლებში, რუსთავში განხორციელებული ენერგოეფექტური პროექტების პრეზენტაცია წარადგინა. რუსთავის მერმა ქალაქში არსებულ კლიმატურ პრობლემებზე და რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელ გეგმებზეც ისაუბრა. ,,მერების შეთანხმებას” რუსთავი 10 წლის წინ შეუერთდა, რითაც სხვა წევრ მუნიციპალიტეტებთან […]

რუსთავის მერიისა და კომპანია ,,ბეკოს” ორგანიზებით, გამწვანების აქცია გაიმართა

რუსთავის მერიისა და კომპანია ,,ბეკოს” ორგანიზებით, პროფესიულ-დრამატული თეატრის უკან მდებარე სკვერში გამწვანების აქცია მოეწყო. აქციის ფარგლებში, სკვერის ტერიტორიაზე ცაცხვისა და არყის ხის ნერგები დარგეს, რომლებიც ქალაქს საჩუქრად კომპანია ,,ბეკომ“ გადასცა. გამწვანების აქციაში მონაწილეობა, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ,,ბეკო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძემ, ტელეწამყვანმა ირაკლი მაქაცარიამ, ,,რუსთავსერვის ცენტრის“ ხელმძღვანელმა რევაზ გოგიძემ, […]

ნინო ლაცაბიძე – დღეს რუსთავის ოპოზიციური საკრებულო გაიქცა, გაექცა პასუხისმგებლობას რუსთაველების წინაშე

რუსთავის ოპოზიციურმა საკრებულომ ქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი არ დაამტკიცა. სხდომას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ესწრებოდა, რომელმაც ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს თავად წარუდგინა. რუსთავის მერი თითქმის სამსაათიანი ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობის კითხვებს პასუხობდა და დეპუტატებს მთავარი ფინანსური დოკუმენტის საგნობრივი განხილვისკენ მოუწოდებდა, თუმცა ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სხდომა ორჯერ დატოვეს და დარბაზში აღარ დაბრუნდნენ, […]

ქვემო ქართლის რეგიონში დასაქმების მასშტაბური ფორუმი დაიწყო

ფორუმი დღეს რუსთავში, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ-დრამატულ თეატრში მოეწყო და რუსთავის და გარდაბნის მუნიციპალიტეტები მოიცვა.   დასაქმების ფორუმს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი ესწრებოდნენ.   35-მა კერძო კომპანიამ დასაქმების მსურველებს 500-მდე ვაკანსია შესთავაზა.   სამუშაოს მაძიებლებს, შესაძლებლობა […]

რუსთავის მერიის ასამდე თანამშრომელმა პროფესიული ტრენინგ-კურსები გაიარა

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ხელმძღვანელ გელა წიკლაურთან ერთად, მერიის თანამშრომლებს სერთიფიკატები გადასცა. 2022 წელს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 98 საჯარო მოხელემ „საჯარო აუდიტის ინსტიტუტში“ პროფესიული გადამზადების ტრენინგ-კურსები გაიარა. ,,მუნიციპალიტეტის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია რეფორმები და ამ რეფორმების მთავარი მიზანია ძლიერი საჯარო მოხელის შექმნა, ხელშეწყობა თითოეული იმ ადამიანის, ვინც ჩვენს გუნდში მუშაობს. წლის განმავლობაში მერიის […]

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა – საჯარო განხილვა- რუსთავში შპს „აგლომერატის“ ლითონშემცველი მადნის გამოწვისა და აგლომერირების საწარმოს მოწყობა-ექსპლუატაცია

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ლითონშემცველი მადნის გამოწვისა და აგლომერირების საწარმოს მოწყობა-ექსპლუატაცია; დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „აგლომერატი“; დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი, მაზნიაშვილის ქ.N2ა დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: 2022 წლის 27 დეკემბერი 14:00 საათი, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა (მის: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზირი N20). საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. „გარემოსდაცვითი […]

სკრინინგის განცხადება რუსთავში, შპს „ანტონიჩის“ ნავთობპროდუქტების საცავის (ავტოგასამართი სადგური) მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტის შესახებ

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ნავთობპროდუქტების საცავის მოწყობა და ექსპლუატაცია; დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ანტონიჩი“; დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი, მშვიდობის ქ. №21; დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი:  […]

ნინო ლაცაბიძე – დღეს ვნახეთ კარგი მაგალითი, თუ როგორ არიან ერთხმად მოწოდებულნი ,,ნაციონალური მოძრაობა“ და პარტია ,,საქართველოსთვის“, რომ მხარი არ დაუჭირონ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან პროგრამებს

რუსთავის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისია, სადაც 2023 წელს განსახორციელებელი პროგრამები უნდა განხილულიყო, ხმაურის ფონზე ექვსი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სხდომას რუსთავის მერი და მერის მოადგილეები ესწრებოდნენ. ნინო ლაცაბიძემ სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, 2023 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური პროგრამები პირადად წარადგინა და კომისიის წევრების კითხვებს უპასუხა. როგორც რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, კომისიის წევრებმა, რომლის უმრავლესობასაც პარტია […]

რუსთავში ქაშაკაშვილის, კონსტიტუციისა და მშენებელთა ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო

რუსთავში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო. ძველი რუსთავის რეაბილიტაციის ფარგლებში, ქაშაკაშვილის, კონსტიტუციისა და მშენებელთა ქუჩებზე, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია. სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე. მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან, ინფრასტრუქტურის სამსახურის, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო. ,,რუსთავში ვიწყებთ კიდევ სამი ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს. 1 805 […]

ქვემო ქართლის რეგიონში დასაქმების მასშტაბური ფორუმი ჩატარდება

დასაქმების ფორუმის პირველი ეტაპი 22 ნოემბერს იწყება და ეტაპობრივად, სრულად მოიცავს რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს. ფორუმი, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მხარდაჭერითა და რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების მერიების ჩართულობით გაიმართება. დასაქმების ფორუმის პირველი ეტაპი ქალაქ რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებს მოიცავს თარიღი: 22 ნოემბერი დრო: 12:00 საათიდან 16:00 საათამდე ლოკაცია: რუსთავი, რუსთავის გიგა […]