2023 წელს, რუსთავის მუნიციპალიტეტში, USAID-ის თვითმმართველობის ახალი პროგრამა ამოქმედდება

რუსთავი ერთ-ერთია საქართველოს იმ 11 მუნიციპალიტეტს შორის, სადაც წელს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თვითმმართველობის ახალი პროგრამა ამოქმედდება.

USAID-ის ახალ პროგრამასთან ურთიერთთანამშრომლობის სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, რუსთავის მერიაში ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას პროგრამის ხელმძღვანელი კევინ მაკლოკლინი და პროგრამის წარმომადგენლები,  რუსთავის მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ახალი პროგრამა, საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობას, ადგილობრივ თვითმმართველობებში ეფექტიანობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის გაზრდას ითვალისწინებს და მასში სულ 22 მუნიციპალიტეტი იქნება ჩართული.

პროგრამის სრული ბიუჯეტი 21 მილიონი დოლარია და TetraTech-თან პარტნიორობით ხორციელდება.

წინა რუსთავში, 9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვისა და შევჩენკოს ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს