არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, რუსთავში თანამედროვე ტიპის მედიათეკა შენდება

რუსთავის ახალი განვითარების კონცეფციის ფარგლებში, თანამედროვე ტიპის ახალგაზრდული ცენტრის – მედიათეკის მშენებლობა მიმდინარეობს.

თანამედროვე ტიპის მედიათეკის მშენებლობის დასრულების შემდეგ, უახლოეს პერიოდში, რუსთაველ ახალგაზრდებს არაფორმალური განათლების მიღების საშუალება კომფორტულ გარემოში ექნებათ.

რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის განცხადებით, ძველი ბიბლიოთეკები, სადაც სერვისის ფორმა, თუ შენობების ინტერიერი, თანამედროვე სტანდარტებს ვეღარ აკმაყოფილებს, ახალგაზრდების დასაინტერესებლად ფორმის შეცვლას და სერვისის გამრავალფეროვნებას საჭიროებს.

,,მედიათეკის პროექტი, რომელიც მიმდინარე წლის მაისში უნდა დასრულდეს, ცოტა ხანში, ძალიან ბევრ სიახლეს შესთავაზებს რუსთაველებს. მედიათეკის მშენებლობა დავით კლდიაშვილის სახელობის სკვერში აქტიურად მიმდინარეობს. რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაციის პარალელურად, სკვერის ტერიტორიაზე საბავშვო ატრაქციონები, საფეხმავლო და ველობილიკები, დენდროლოგიური ზონები, საბავშვო და სპორტული სივრცეები, სარწყავი სისტემა და გარე განათება ეწყობა“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

მედიათეკის მშენებლობა და სკვერის რეაბილიტაცია ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 4 256 559 ლარს შეადგენს.

 

 

წინა რუსთავში, ცენტრალური ქუჩების პარალელურად, შიდასაუბნო სივრცეების მოწყობის სამუშაოებიც მიმდინარეობს