დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, შოთა რუსთაველის სახელობის მოედნის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

რუსთავში, ქალაქის შემოსასვლელის, თამარ მეფის, ჟიული შარტავას და შოთა რუსთაველის სახელობის მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
შოთა რუსთაველის სახელობის მოედანზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 24 თებერვლის 22:00 სთ-დან 6 მარტის 08:00 სთ-მდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება:
  • ჟიული შარტავას სახელობის მოედნიდან შოთა რუსთაველის სახელობის მოედნის მიმართულებით (მოძრაობა შესაძლებელი იქნება ლომოურის ქუჩის მიმართულებით მხოლოდ სუპერმარკეტ ,,კარფურის’’ მომხმარებლებისთვის)
  • ლომოურის ქუჩიდან შოთა რუსთაველის სახელობის მოედნამდე (მოძრაობა შესაძლებელი იქნება 7ა მკ/რ-ნის მიმართულებით)
  • მეგობრობის გამზირიდან შოთა რუსთაველის სახელობის მოედნის მიმართულებით (ავტომანქანების გადაადგილება შესაძლებელი იქნება მეგობრობის გამზირიდან 47ა- ს მიმართულებით)
  • საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად იქნება შეზღუდული შოთა რუსთაველის სახელობის მოედნიდან მესხიშვილის ქუჩის მიმართულებით (გადაადგილება შესაძლებელი იქნება მესხიშვილის ქუჩის პირველი გასასვლელის საშუალებით).
რუსთავის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.
წინა რუსთავის მერია ქალაქის დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სერვისის რეფორმას აგრძელებს