რუსთავის მერიამ, ქალაქის შემოსასვლელისა და სამი მოედნის რეკონსტრუქციის პროექტის ბოლო ეტაპის განხორციელება დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები, დღეს დილიდან შოთა რუსთაველის სახელობის მოედანზე მიმდინარეობს. სპეციალური ტექნიკის მეშვეობით, ტერიტორიაზე გზის ძველი საფარის მოხსნა მიმდინარეობს, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდა. სამუშაოების მიმდინარეობა, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი შატაკიშვილთან, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია […]