მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში, რუსთავის მერია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებული სერვისების განახლებას იწყებს. მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრების სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას შეამოწმებენ. მონიტორინგის პროცესის დაწყებამდე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხო გარემოს ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. […]