რუსთავის მერიამ მეცნიერ შალვა ამონაშვილის აკადემიასთან ერთად, სკოლამდელი აღზრდის სფეროში ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო

რუსთავის მერიამ მეცნიერ შალვა ამონაშვილის აკადემიასთან ერთად, სკოლამდელი აღზრდის სფეროში ახალი პროექტის განხორციელება დაიწო. პროექტი – „სკოლამდელ დაწესებულებათა აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო პროცესის ჰუმანიზაცია რუსთავში“, ქალაქის მერის ნინო ლაცაბიძის და აკადემიკოს შალვა ამონაშვილის ინიციატივით ხორციელდება. ახალი პროექტი, რუსთავის ბაგა ბაღების თანამშრომლებისთვის ჰუმანური პედაგოგიკის მიმართულებით, სპეციალური ტრენინგ კურსების ჩატარებას ითვალისწინებს. „რუსთავის საბავშვო ბაღებში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, შენდება […]

სს „რუსთავოილის“ ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის განცხადების შესახებ

სს „რუსთავოილის“ ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის განცხადებაზე, 2024 წლის 29 მარტს, 12:00 საათზე, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში დაგეგმილი საჯარო განხილვა აღარ გაიმართება. იხ. დანართი  

ნინო ლაცაბიძე – ახალგაზრდებთან ვისაუბრეთ არსებულ გამოწვევებზე და იმ იდეებზე, რომელიც ჩვენი ქალაქების და ქვეყნის განვითარებისთვის, ყველამ ერთად უნდა განვახორციელოთ

რუსთავის მერიამ კამპანია ,,თაობა მომავლისთვის“ ფარგლებში, რეგიონული ახალგაზრდული ქსელი შექმნა. პროექტი, რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის კონტაქტების დამყარებას, მუნიციპალიტეტებში დანერგილი სიახლეებისა და მიმდინარე პროექტების გაცნობას ისახავს მიზნად. პროექტის პირველ ეტაპზე, რუსთავის მერიის ახალგაზრდულმა დეპარტამენტმა, ქვემო ქართლის 6 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თანატოლებს უმასპინძლა. ,,ახალგაზრდული პროექტი -,,თაობა მომავლისთვის”, რომლის ფარგლებშიც, ორი წლის განმავლობაში, ძალიან ბევრ რუსთაველ ახალგაზრდას შევხვდით, გაფართოვდა […]

რუსთავის მერიამ და პარლამენტის გენდერულმა საბჭომ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა მშობლებისთვის პროექტი ,,მწვანე შუქი” დაიწყეს

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, რუსთავის მერიამ სარეაბილიტაციო-განმავითარებელ ცენტრ ,,კესანეში’’ საპილოტე პროექტის განხორციელება დაიწყო. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ბაია კვიციანი და საბჭოს წევრი  გრეტა წიწავა,  სარეაბილიტაციო-განმავითარებელ ცენტრ ,,კესანეში’’ პროექტ ,,მწვანე შუქის” ბენეფიციარებს შეხვდნენ. ,,პარლამენტის ინიციატივით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლების ფსიქოლოგიური […]

ნინო ლაცაბიძე – ჩვენი გუნდი ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ შევქმნათ ის შესაძლებლობები, რომელიც მნიშვნელოვანია თითოეული რუსთაველისთვის

აზიის განვითარების ბანკი, რუსთავში ურბანული განვითარებისა და მწვანე ინდუსტრიული პარკების შექმნაზე ორიენტირებულ პროექტებში, ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესდა. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი და მერის პირველი მოადგილე კახა გურული, აზიის განვითარების ბანკის ურბანული განვითარების უფროსს, მარია პია ანკორას და ჩინეთის განვითარების ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფს შეხვდნენ. ნინო ლაცაბიძემ საერთაშორისო […]

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე რუსთავში ,,აზდაკის ბაღის” სპექტაკლის პრემიერით აღნიშნეს

რუსთავმა, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ,,აზდაკის ბაღის’ ინტეგრირებულ თეატრს უმასპინძლა. თეატრის დასმა, რუსთაველ მაყურებელს ნოდარ დუმბაძის ,,Hellados”-ის მიხედვით დადგმული სპექტაკლი შესთავაზა. პრემიერას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მერის მოადგილე ოთარი ტატალაშვილი, სახელოვნებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხატია ფოცხვერაშვილი ახალგაზრდებთან ერთად დაესწრნენ. ,,დღეს ,,აზდაკის ბაღის” ინტეგრირებული თეატრის დასს ვუმასპინძლეთ რუსთავში. სიმბოლურია, რომ მათი სპექტაკლის – ,,ჰელადოსის” პრემიერა დაუნის […]