რუსთავში, ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და ახალგაზრდების არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ადგილზე, ძველი შენობის ავთენტური იერსახის 600 კვადრატული მეტრი ფართის სამსართულიანი ახალი შენობა შენდება. პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურაბ ტაბაღუასთან ერთად, ადგილზე გაეცნო. „მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე განსაკუთრებული პროექტია რუსთავისთვის. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები […]