30 ივნისს, 23:00 საათიდან, რუსთავის ცენტრალურ პარკში, ოქსიგენფესტის ფარგლებში მოწყობილ სპეციალურ საფეხბურთო სივრცეში, საქართველო-ესპანეთის მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია დაიწყება. ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს! #EURO2024 #ოქსიგენფესტი Oxygen / Fest Space Rustavi
26 ივნისს, 23:00 საათზე, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საქართველო-პორტუგალიის მატჩის ღია ჩვენება რუსთავის სპორტის სასახლეში გაიმართება.
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ლიეტუვის ელჩს საქართველოში, ანდრიუს კალინდრას და ვილნიუსის რაიონის მუნიციპალიტეტის მერს, რობერტ დუხნევიჩს, რუსთავის მერიის მუნიციპალური რეფორმებისა და სერვისების განვითარების ცენტრის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ვილნიუსის რაიონის მუნიციპალიტეტის მერს და ლიეტუვის ელჩს, ნინო ლაცაბიძე მოადგილე კახა გურულთან ერთად, მუნიციპალური სერვისების ახალ ცენტრში შეხვდა. ქალაქის მერმა სტუმრებს, […]
რუსთავში, დასასრულს უახლოვდება მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომლის ფარგლებშიც, ქართველი და უცხოელი სკულპტორები, ექსკლუზიურად რუსთავისთვის ქმნიან ქანდაკებებს. ,,რუსთავის ცენტრალურ პარკში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში, ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს, რომლის შედეგსაც უახლოეს დღეებში ყველა ერთად ვნახავთ. სპეციალურად სიმპოზიუმისთვის მოწყობილ სივრცეში 13 მოქანდაკე მუშაობს იმისთვის, რომ ქალაქისთვის უნიკალური სკულპტურები შეიქმნას. 29 ივნისს გვექნება საერთაშორისო სიმპოზიუმის გრანდიოზული დახურვა და ვნახავთ […]
ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების საქომაგოდ, რუსთაველები ქალაქის ცენტრალურ პარკში, ოქსიგენ ფესტის სივრცეში შეიკრიბნენ. მატჩის მსვლელობისას, გათამაშება- ვიქტორინაც მოეწყო და გამარჯვებულ გულშემატკივრებს სხვადასხვა საფეხბურთო აქსესუარი გადასცეს. საქართველო-ჩეხეთის მატჩის ტრანსლაციას, ფეხბურთის გულშემატკივრებთან ერთად, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. ,,რუსთაველებმა კიდევ ერთხელ გავუზიარეთ ერთმანეთს დიდი ემოცია და სიამაყე. […]
ევრო-2024-ზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მატჩის დაწყებამდე, რუსთავში სიმბოლურად, ახალი შიდა საუბნო საფეხბურთო მოედანი და სპორტული სივრცე გაიხსნა. ახალი სტადიონი, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ პატარა ფეხბურთელების იმ გუნდთან ერთად გახსნა, ვისი თხოვნითაც, რამდენიმე თვის წინ, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე ახალი სტადიონის, საკალათბურთო მოედნისა და ბავშვთა გასართობი სივრცის მოწყობა გადაწყდა. ,,ფეხბურთი დღეს არის სპორტის ის სახეობა, რომელზეც თითოეული პატარა ოცნებობს. რამდენიმე […]
საქართველოს ეროვნული ურბანული ფორუმი თემაზე ,,სივრცითი დაგეგმარება და მდგრადობა’’ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ეროვნული სივრცითი მოწყობის კონცეფციაზე მუშაობა და მასში ასახული იქნება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები და ამ კუთხით, ქვეყნის პრიორიტეტები. თბილისში მიმდინარე საქართველოს ეროვნულ ურბანულ ფორუმზე (GNUF) რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ […]
ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების ისტორიული მატჩის საქომაგოდ, რუსთაველები ქალაქის ცენტრალურ პარკში, ოქსიგენ ფესტის სივრცეში შეიკრიბნენ. ფეხბურთის გულშემატკივრების განსაკუთრებული აქტივობა, გუშინ რუსთავის ქუჩებში მთელი დღის განმავლობაში იგრძნობოდა. მატჩის მსვლელობისას. გათამაშება- ვიქტორინაც მოეწყო და გამარჯვებულ გულშემატკივარს საქართველოს ნაკრების მეკარის მაისური ხვდა წილად. საქართველოს ნაკრების დამარცხების მიუხედავად, რუსთაველმა გულშემატკივრებმა ღია ჩვენებისთვის მოწყობილი სივრცე, ოპტიმისტური განწყობით დატოვეს. საქართველო-თურქეთის მატჩის […]
18 ივნისს, 20:00 საათიდან, რუსთავის ცენტრალურ პარკში, ოქსიგენფესტის ფარგლებში მოწყობილ სპეციალურ საფეხბურთო სივრცეში, საქართველო-თურქეთის მატჩის შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია დაიწყება. ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს! #EURO2024 #ოქსიგენფესტი Oxygen / Fest Space Rustavi