ნინო ლაცაბიძე – ეროვნულ ურბანულ ფორუმზე, სადაც საქართველოს ქალაქების სივრცით დაგეგმარებაზე ვისაუბრეთ, რუსთაველებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვნეს საკითხზე- რუსთავიდან დედაქალაქის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის პრობლემაზეც გავამახვილეთ ყურადღება

საქართველოს ეროვნული ურბანული ფორუმი თემაზე ,,სივრცითი დაგეგმარება და მდგრადობა’’ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა.

მისი განცხადებით, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ეროვნული სივრცითი მოწყობის კონცეფციაზე მუშაობა და მასში ასახული იქნება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები და ამ კუთხით, ქვეყნის პრიორიტეტები.

თბილისში მიმდინარე საქართველოს ეროვნულ ურბანულ ფორუმზე (GNUF) რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ რუსთავის ურბანული განვითარებისთვის მიმდინარე პროექტებზე და დედაქალაქის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის მოდერნიზაციის აუცილებლობაზე ისაუბრა.

ფორუმის გახსნის ღონისძიებაში, მონაწილეობა მიიღეს გაეროს განსახლების პროგრამის რეგიონთაშორისმა მრჩეველმა, კატია შაფერმა, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსმა, იოანე მენაბდემ, საჯარო უწყებების და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, დარგის ექსპერტებმა.

ღონისძიებას, რუსთავის მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი კობა ძლიერიშვილი ესწრებოდა.

საქართველოს ეროვნული ურბანული ფორუმი, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ სივრცეში, ორი დღის განმავლობაში იმუშავებს.

 

 

 

 

წინა შპს „რეციკლინგის“ მიერ ქ. რუსთავში, ჯავახიშვილის ქ. N7-ში სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავებისა და აღდგენის საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის შესახებ