რუსთავში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ტრადიცია აღდგა. სიმპოზიუმს საფუძველი რუსთავში გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩაეყარა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ქალაქის მერიის ინიციატივით, ტრადიციის აღდგენა წელს მოხდა. მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, დღეს კულტურისა და დასვენების პარკში, საზეიმოდ, სწორედ იმ ტერიტორიაზე გაიხსნა, სადაც პირველად ჩატარდა. სიმპოზიუმის გახსნას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მსოფლიო სიმპოზიუმების გაერთიანების […]