რუსთავის პარკში, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის შეხვედრების ტრანსლაცია მოეწყობა

რუსთავში, ქალაქის ცენტრალურ პარკში, Oxygen Fest-ის ფარგლებში, 14, 15, 16, 18, 22, 26 ივნისს, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის შეხვედრების ჩვენება გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის, სპეციალური სივრცე მოეწყო. ტერიტორიაზე მოწყობილია კვების და ლუდის სივრცეები, გაიმართება ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. 14, 22 და 26 ივნისს დაგეგმილია ელექტრონული მუსიკის საღამოები. 18 ივნისს, საქართველოს ნაკრების პირველი თამაშის დღეს, ფეხბურთის […]

სამთავრობო გუნდის მხარდაჭერით, ორი წლის განმავლობაში, 700-მდე ოჯახს გადავეცით ფართები საკუთრებაში – ნინო ლაცაბიძე

რუსთავში, წლების განმავლობაში უკანონოდ დაკავებული საცხოვრებელი ფართები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ 21 ოჯახს გადაეცა საკუთრებაში. რუსთავის მერიის მუნიციპალური სერვისების ცენტრში, ამის თაობაზე ინფორმაცია, მოსახლეობას ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებმა გააცნეს. ნინო ლაცაბიძემ და ირაკლი შატაკიშვილმა მათ საქართველოს მთავრობის განკარგულება გადასცეს და შემდგომი პროცედურები […]

ნინო ლაცაბიძე – ჩვენმა გუნდმა რუსთავში კიდევ ერთი საინტერესო ტრადიცია – მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი აღადგინა

რუსთავში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ტრადიცია აღდგა. სიმპოზიუმს საფუძველი რუსთავში გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩაეყარა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ქალაქის მერიის ინიციატივით, ტრადიციის აღდგენა წელს მოხდა. მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, დღეს კულტურისა და დასვენების პარკში, საზეიმოდ, სწორედ იმ ტერიტორიაზე გაიხსნა, სადაც პირველად ჩატარდა. სიმპოზიუმის გახსნას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მსოფლიო სიმპოზიუმების გაერთიანების […]

ნინო ლაცაბიძემ და ირაკლი შატაკიშვილმა, კომპანია GWP-ის წარმომადგენლებისგან, რუსთავში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ დეტალური ანგარიში მოისმინეს

რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ, ირაკლი შატაკიშვილთან ერთად, ქალაქის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო პროექტების მონიტორინგის მიზნით, მორიგი შეხვედრა გამართა. რუსთავის მერმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა GWP-ის წარმომადგენლებისგან 2024 წლის 6 თვეში, რუსთავში განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. ინფორმაციის თანახმად, შეხვედრას, რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზურაბ […]

რუსთავში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი – გრიგოლ ხანძთელის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება

რუსთავში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულების ფაზაშია – საავტომობილო გზა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, აღნიშნულ ქუჩაზე დღემდე არ არსებობდა. ხანძთელის ქუჩაზე პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ზურა ტაბაღუასთან ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო. გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე 11 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება, […]

რუსთავში 1 ივნისი მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნეს

რუსთავში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. კლდიაშვილის სახელობის სკვერში პატარებისთვის მრავალფეროვანი გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები, სადღესასწაულო კონცერტები ჩატარდა. გაიმართა ადგილობრივ მეწარმეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. კლდიაშვილის სკვერში მოწყობილი იყო საბავშვო კუთხე, სადაც პატარებს კერამიკის მოხატვა-გაფერადება შეეძლოთ. გაიმართა ანიმაციური გმირების და მოსიარულე დრამერების მსვლელობა, საპნის ბუშტების შოუ, პერფორმანსი ჰელიუმის ბუშტებით, მხატვრული ტანმოვარჯიშეების საჩვენებელი გამოსვლა. ჩატარდა […]

Oxygen Fest-ი რუსთავში ტრადიციულად თევზჭერის ფესტივალით გაიხსნა

რუსთავში „ოქსიგენ ფესტი“ (Oxygen/Fest) გაიხსნა. „ოქსიგენის“ საფესტივალო სივრცე, სხვადასხვა აქტივობით დღეიდან დაიტვირთება და სტუმრებს 7 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს. Oxygen Fest-ი რომელიც რუსთავში უკვე მესამედ ტარდება, ტრადიციულად თევზჭერის ფესტივალით გაიხსნა. 1 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, რუსთავის ცენტრალურ პარკში არსებულ ტბაზე, თევზჭერის მოყვარულები ყოველ შაბათ-კვირას შეიკრიბებიან. „ოქსიგენი“ ტრადიციულად თევზჭერის ფესტივალით გავხსენით. თევზჭერის მოყვარულებს პარკის ტერიტორიაზე ერთი თვის […]