რუსთავში, ძველი რუსთავის რეაბილიტაციის ფარგლებში, ავარიული საცხოვრებელი კორპუსების სრული გამაგრება-რეაბილიტაცია, აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე წელს, სამუშაოები 12 მისამართზე უკვე დასრულდა და 4-ში აქტიურად მიმდინარეობს. 2024 წელს, რუსთავში ჯამში 16 კორპუსის გამაგრება-რეაბილიტაცია იყო გათვალისწინებული. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები, ავარიული კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაციის პროექტების მიმდინარეობას, სამუშაო […]