გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა – ქ. რუსთავში შპს ,,რეკსოლის“ ნარჩენების აღდგენის (საბურავების გადამუშავება) საწარმოს მოწყობა და ექსპლუატაცია
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ნარჩენების აღდგენის საწარმოს მოწყობა და ექსპლუატაცია
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს ,,რეკსოლ“
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
2026 წლის 7 ივლისი, 12:00 საათი, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა (მის.: კოსტავას გამზირი №20)
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, სკოპინგის დასკვნის გამცემ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
წარმოდგენილ სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარმოადგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2026 წლის 10 ივლისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს). დამატებით გაცნობებთ, რომ მოთხოვნის შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსიის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
საჯარო განხილვასთან დაკავშირებით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს (დავით აღმაშენებლის გამზ. N150, 0112, თბილისი; ელფოსტა: eia@mepa.gov.ge; ტელ.: +995 32 2 439 556/+995 32 2 439503).
2026 წლის 16 ივნისს საქმიანობის განმახორციელებელმა სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოადგინა სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განცხადება.
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მე-9 მუხლის 4¹ პუნქტის თანახმად, სკოპინგის დასკვნის დაჩქარებული წესით გაცემის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შემთხვევაში სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 21-ე დღისა სააგენტო გასცემს სკოპინგის დასკვნას, რომლითაც განისაზღვრება გზშ-ის ანგარიშის საჭირო კვლევების, მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი. სკოპინგის დასკვნის გაცემისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სახელმძღვანელო დოკუმენტი
„გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“.
დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე: https://ei.gov.ge/. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/96002427-f65c-44fa-9655-51582a95fb9