ჩვენი გუნდისთვის, ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, თანამშრომლების გადამზადება და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაა – ნინო ლაცაბიძე

რუსთავის მუნიციპალური რეფორმებისა და სერვისების განვითარების ცენტრმა, ,,თანამშრომელთა გადამზადებისა და პროფესიული ხელშეწყობის“  პროექტის ფარგლებში,  ,,რუსთავის კორპუსის“  44 თანამშრომელი  გადაამზადა. სპეციალური ტრენინგ-კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები ,,რუსთავის კორპუსის“  თანამშრომლებს, ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრ თამარ გოგაძესთან ერთად  გადასცეს. ,,ჩვენი გუნდისთვის,  ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან ერთად […]