ნინო ლაცაბიძე – რუსთავში არსებული გამოწვევების დაძლევასთან ერთად, ქალაქი დღეს სწორედ იმ ეტაპზეა, როდესაც საკუთარი იდენტობის მახასიათებელი სიმბოლოები აუცილებლად უნდა ჰქონდეს

ახალი ქალაქი დიდი ისტორიით – რუსთავის მერიამ  ქალაქის ბრენდირება დაიწყო. რუსთავის მაიდენტიფიცირებელი ახალი ფერთა გამის, ლოგოტიპის და სლოგანისგან შემდგარი ბრენდბუქის პრეზენტაცია, საზოგადოებას რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ წარუდგინა. პრეზენტაციას, საქართველოს პარლამენტის წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი, რუსთავისა და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატი საქართველოს პარლამენტში ,,ქართული ოცნებიდან” ირაკლი შატაკიშვილი და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები ესწრებოდნენ. რუსთავის ბრენდბუქის ინსპირატორი […]