7 ოქტომბერს, 19:00 საათზე, რუსთავის ცენტრალური პარკის ამფითეატრში, მუსიკალური ღონისძიება სახელწოდებით – ,,ღამის სერენადები” გაიმართება. კონცერტში თბილისის სიმფონიური ორკესტრი და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის რუსთავის ხელოვნების სკოლის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას. დასწრება თავისუფალია