რუსთავის მერიის ორგანიზებით, ,,ქართული დღეების” ფარგლებში, სხვადასხვა სახის ღონისძიებები ტარდება. ქალაქის მთავარი მოედანი, ქართული ფოლკლორის საღამოებს 24 ოქტომბრამდე დაეთმობა. პროექტის ფარგლებში, ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სკვერის გახსნაც იგეგმება, რომლის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დასრულდება. როგორც რუსთავის მერიის კულტურული პროექტების მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ხატია ფოცხვერაშვილმა განაცხადა, ,,ქართული დღეების” ფარგლებში, ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სკვერში, რომლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, განთავსდება ექსკლუზიურად […]
რუსთავის მერიამ, წარმატებული რუსთაველი სპორტსმენებისთვის და მწვრთნელებისთვის, სრული სპორტული ეკიპირება შეიძინა. დღეიდან, რუსთაველი სპორტსმენები ყველა საერთაშორისო, საქალაქო ტურნირსა და ჩემპიონატზე, ქალაქის ბრენდინგით გაფორმებული, მაღალი ხარისხის სამოსით წარდგებიან. ექსკლუზიურად შექმნილი სპორტული სამოსი, წარმატებულ სპორტსმენებსა და სპორტის განვითარების ცენტრის ყველა მწვრთნელ-მასწავლებელს, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გადასცა. ქალაქის მერმა მათ სპორტულ კარიერაში შემდგომი წარმატებები უსურვა და რუსთავის სპორტის განვითარების ხელშეწყობის […]
რუსთავის სპორტის სასახლეში, სპორტის საგანმანათლებლო მუზეუმის გახსნის ღონისძიება გაიმართა. რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე სტუმრებს ქალაქში სპორტის სფეროში გატარებული რეფორმისა და რუსთაველი სპორტსმენების მიღწევების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მუზეუმი რუსთავის მერიის ინიციატივით სპორტის განვითარების ცენტრის რეფორმის ფარგლებში გაიხსნა. ,,საქართველოს მთავრობას ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, დღეს მერიის გუნდმა, ახალ სპორტის სასახლეში ჩვენს სპორტსმენებთან და პარლამენტარებთან ერთად […]