რუსთავის ჰაერის ხარისხის და ეკოსისტემის გაუმჯობესებისთვის, გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის მიღებით დაწყებული უმნიშვნელოვანესი პროცესი ახალ ეტაპზე გადადის- საქართველოს მთავრობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის და რუსთავის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, რუსთავში, ათწლეულების ეკოლოგიური პროექტი განხორციელდება. რუსთავის ფილტვებად მიჩნეული ტერიტორიის ფლორის აღდგენა გარემოს დაცვის ფონდიდან დაფინანსდება. ეს არის […]
რუსთავში, ჰამლეტ გონაშვილის სახელობის ახლად რეაბილიტირებულ სკვერში საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ “რუსთავის” ვარსკვლავი გაიხსნა. ანსამბლი ,,რუსთავი” 1968 წელს, 55 წლის წინ სწორედ რუსთავში დაარსდა. ჰამლეტ გონაშვილის სახელობის განახლებული რეკრეაციული სივრცე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ანსამბლ ,,რუსთავის” წევრებთან, სტუმრებთან და მოსახლეობასთან ერთად გახსნა. ,,ბედნიერები ვართ, რომ ჩვენმა გუნდმა შევძელით რუსთაველების ამ დიდი […]
რუსთავს კიდევ ერთი ახალი შიდა საუბნო რეკრეაციული სივრცე შეემატა. მე-7 მიკრორაიონში, N12 და N15 კორპუსების მიმდებარედ, ახალი მულტიფუნქციური სკვერი, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ მოსახლეობასთან ერთად გახსნა. „ბედნიერები ვართ, რომ კიდევ ერთი წარმატებული პროექტი დაასრულა რუსთავის მერიის გუნდმა. აქ სკვერის მშენებლობა, პირველივე დღიდან მოსახლეობასთან ერთად დავგეგმეთ. სწორედ მათი სურვილების გათვალისწინებით და ჩართულობით დაიგეგმა და შესრულდა ეს […]