საქართველოს მთავრობის დახმარებით, რუსთავის მერიამ, 20 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი განახორციელა და 70 ერთეული ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი ავტობუსი შეიძინა. რუსთავის ახალი ბრენდინგით გაფორმებული, 25 ავტობუსი, უკვე რუსთავშია და მოსახლეობას ხვალიდან მოემსახურება. რუსთავში მიმდინარე მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი დასრულდა და თბილისის მიმართულებით, მგზავრთა გადაყვანის ათწლეულების პრობლემა გადაწყვეტილია. ახალი მუნიციპალური ავტობუსების და მარშრუტების პრეზენტაცია, რუსთაველებს […]
„ახალი ქალაქი დიდი ისტორიით“ – სწორედ ამ სლოგანით და ქალაქის ახალი ლოგოტიპით შეხვდნენ წლევანდელ „რუსთავქალაქობას” რუსთავში. ქალაქის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები სამ სხვადასხვა ლოკაციაზე: ცენტრალურ პარკში, იპოდრომზე, ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ ხიდთან კოსტავას გამზირზე გაიმართა. „რუსთავქალაქობას“ ვულოცავ ჩვენს ქალაქს. მინდა, ვისურვო ჩვენი ოჯახის და თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობა, მშვიდობა ჩვენს ქალაქსა და ქვეყანაში, ასევე ძალიან დიდი მოტივაცია, […]
სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გზშ-ის პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით სს „რუსთავის აზოტის“ მიერ წარდგენილია ქიმიური საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის სკრინინგის ანგარიშის განცხადება. სკრინინგის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge. გთხოვთ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა უზრუნველყოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2024 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით, […]
რუსთავში, ქალაქის დღის აღსანიშნავად მზადება მიმდინარეობს. წელს, ,,რუსთავქალაქობა”-2024 განსაკუთრებულად მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებებით იქნება დატვირთული. წლევანდელ დღესასწაულს ქალაქი უკვე ახალი ლოგოტიპით და სლოგანით- ,,ახალი ქალაქი დიდი ისტორიით” ხვდება. სწორედ, ამ სლოგანზე იქნება აგებული მთავარი დღესასწაულის შინაარსიც, სადაც არაერთი სიურპრიზი ელოდებათ რუსთაველებს. სახალხო დღესასწაული სამ სვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება. რუსთავის ცენტრალურ პარკში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ბავშვთა […]
რუსთავის მერია, რუსთაველი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისთვის, მაღალი ხარისხის ახალ სპორტულ ეკიპირებას შეიძენს. რუსთავის მერიასა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის ხელშეკრულებას, ხელი ახალ სპორტის სასახლეში მოეწერა. რუსთავის მერიის სპორტის სამსახურს, შპს ,,გაფა ბიზნესი“ იტალიური ბრენდის – ,,მაკრონის“ 450 წყვილი სპორტული სამოსით მოამარაგებს, რომელზეც მერიის ბრენდინგის ჯგუფის მიერ შემუშავებული რუსთავის ახალი ლოგოტიპი იქნება დატანილი. ,,რუსთავის მერიის გუნდის […]
21 სექტემბერი ბავშვთა გასართობი და სპორტული აქტივობები რუსთავის ცენტრალური პარკი 10:00-18:00 საათი სამრეწველო და კულინარიული ფესტივალი რუსთავის იპოდრომი 11:00-00:00 საათი გალა კონცერტი პირამიდის მიმდებარე ტერიტორია 20:00-23:00
20 სექტემბერი რუსთავის მედიათეკა 12:00-16:00 – საბავშვო აქტივობები• ანიმატორები – ფიფქია და პრინცი• კროსვორდი, გასაფერადებელი, სამაგიდო თამაშები პირველი სართული, საბავშვო სივრცე 12:00-20:00 – რუსთაველი მხატვრის – ლაშა კალანდაძის ნამუშევრების გამოფენა პირველი სართული 14:00-20:00 – საბავშვო ფილმებისა და მულტფილმების ჩვენება ღია სივრცე, მედიათეკის წინ 16:00-17:00 – გია მურღულია• ,,ადამიანი,ემპათია,ლიტერატურა“ მეორე სართულისარეგისტრაციო ბმული: https://docs.google.com/…/1FAIpQLSc67821nepO65…/viewform 18:00-19:00 – ლევან რამიშვილი• ,,ჩვენი ნამდვილი მე, ფსიქიკის […]
ახალი ქალაქი დიდი ისტორიით – რუსთავის მერიამ ქალაქის ბრენდირება დაიწყო. რუსთავის მაიდენტიფიცირებელი ახალი ფერთა გამის, ლოგოტიპის და სლოგანისგან შემდგარი ბრენდბუქის პრეზენტაცია, საზოგადოებას რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ წარუდგინა. პრეზენტაციას, საქართველოს პარლამენტის წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი, რუსთავისა და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატი საქართველოს პარლამენტში ,,ქართული ოცნებიდან” ირაკლი შატაკიშვილი და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები ესწრებოდნენ. რუსთავის ბრენდბუქის ინსპირატორი […]
რუსთავის მერიის ორგანიზებით, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ცენტრალურ პარკში ,,შემოდგომის დღეები” ჯგუფ ,,ურსას” კონცერტით გაიხსნა. სადღესასწაულო კონცერტს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, რუსთავისა და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატი საქართველოს პარლამენტში ,,ქართული ოცნებიდან” ირაკლი შატაკიშვილი დაესწრნენ. რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლის მოსწავლეებს სცენიდან მიულოცა. ,,ამ ლამაზი საღამოთი ახალი სასწავლო […]
რუსთავის მუნიციპალური რეფორმებისა და სერვისების განვითარების ცენტრმა, თანამშრომელთა გადამზადებისა და პროფესიული ხელშეწყობის ფარგლებში, რუსთავის მერიის 25 თანამშრომელი გადაამზადა. სპეციალური ტრენინგ-კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები რუსთავის მერიის თანამშრომლებს, ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა და მერის მოადგილეებმა გადასცეს. „რუსთავში ინფრასტრუქტურულ და სხვა პროექტებთან ერთად, ვაგრძელებთ ჩვენი გუნდის წევრების – მუნიციპალიტეტში დასაქმებული ადამიანების კვალიფიკაციის […]