„რუსთავის აზოტის“ ქიმიური საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის სკრინინგის ანგარიშის შესახებ

სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გზშ-ის პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით შპს „რუსთავის აზოტის“ მიერ წარდგენილია ქიმიური საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის სკრინინგის ანგარიშის განცხადება. სკრინინგის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge. გთხოვთ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა უზრუნველყოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2024 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით, […]

12 აგვისტოს, 21:00 საათზე, რუსთავის პარკში, Tika Balanchine & New One – ის კონცერტი გაიმართება

რუსთავის მერია გიწვევთ Tika Balanchine & New One – ის კონცერტზე ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმის: ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის’’ ფარგლებში გაიმართება კონცერტზე დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალია ღონისძიებას დაესწრებიან პარიზის ოლიმპიადის მონაწილე რუსთაველი სპორტსმენები: ბრინჯაოს მედლის მფლობელი ლაშა გურული და გიორგი სარდალაშვილი შევხვდებით რუსთავის პარკში […]

12 აგვისტოს, რუსთავში, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი – ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის’’ გაიმართება

ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი „ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის’’ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2024 წლის 12 აგვისტოს, ქალაქ რუსთავში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი – ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის’’ გაიმართება. ღონისძიებაში ცენტრალური და ადგილობრივი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელი საჯარო მოხელეები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რუსთაველი ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას. ფორუმზე შეკრებილებს სიტყვით მაღალი რანგის […]

ნინო ლაცაბიძე- ჩვენ დავპირდით მოსახლეობას და რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატთან, ირაკლი შატაკიშვილთან ერთად, ვაგრძელებთ რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე პროექტების მონიტორინგს

რუსთავის მერია, ქალაქის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე მასშტაბური პროექტის მონიტორინგს აგრძელებს. რუსთავის მერიის ინფორმაციით, ამჯერად, ,,ჯივიპიმ” რუსთავში, კიდევ ერთი მსხვილი პროექტი – გაგარინის და მშვიდობის ქუჩების მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა. „დღეს დილიდან, წყალმომარაგების კომპანია, გაგარინის ქუჩაზე განახლებული ქსელის დაერთებით სამუშაოებს ატარებს. პროექტის ამ მონაკვეთზე, 2 კილომეტრის სიგრძის მაგისტრალური ქსელი განახლდა, დამონტაჟდა 16 ჩამკეტ- მარეგულირებელი ურდული, მოეწყო 13 საკვანძო […]

ირაკლი შატაკიშვილი-ვალდებულნი ვართ დავიცვათ იდეა, რომლისთვისაც ჩვენმა გმირებმა თავი გაწირეს, მშვიდობით, ღირსებით უნდა მივაღწიოთ მიზანს, რომელიც კონსტიტუციით გვაქვს დაცული-გავხდეთ ევროკავშირის და ევროატლანტიკური ოჯახის წევრები

აგვისტოს ომიდან 16 წლისთავი აღნიშნეს რუსთავში, სადაც რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებთან და ვეტერანებთან ერთად, გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. მემორიალთან, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც შეიკრიბნენ. ,,2008 წლის 8 აგვისტო, საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. ყველას გვახსოვს, 16 წლის […]

რუსთავში სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავებისა და აღდგენის საწარმოს მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის შესახებ

2024 წლის 30 ივლისს, შპს „რეციკლინმა“ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა ქ. რუსთავში სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავებისა და აღდგენის საწარმოს მოწყობაექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის დამატებითი განცხადება. გზშ-ის ანგარიშის დამატებითი განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/e371a047-d215-40d8-ac8d-1c72dff761cc დაგეგმილი საქმიანობის გზშ ანგარიშის დამატებით […]

საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024- 2030 წლების სტრატეგიასა და ამავე სტრატეგიის 2024- 2026 წლების სამოქმედო გეგმის სგშ სკრინინგის ანგარიშის შესახებ

2024 წლის 26 ივლისს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში სგშ-ის პროცედურის გავლის მიზნით წარდგენილია საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგია და ამავე სტრატეგიის 2024- 2026 წლების სამოქმედო გეგმის სგშ სკრინინგის ანგარიშის შესახებ განცხადება. სგშ-ის სკრინინგის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge. […]

ნინო ლაცაბიძე-ქალაქის განვითარებისთვის ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაციის პარალელურად, შიდასაუბნო სივრცეების მოწყობაც მნიშვნელოვანია და მოსახლეობის ჩართულობით, პროექტები სწორედ ამ პრინციპით  გვაქვს გადანაწილებული

რუსთავში, მოსახლეობის ჩართულობით შექმნილი კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება. ახალი რეკრეაციული და საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც მე-14 მიკრორაიონის N46, 47 და 48 საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოში ეწყობა, რუსთავის მერიის დაფინანსებით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(GIZ) ჩართულობით ხორციელდება. სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო. ,,მოსახლეობის თხოვნით და მათი უშუალო ჩართულობით, რუსთავში კიდევ […]