ნინო ლაცაბიძე: რუსთავში ვაგრძელებთ ჩვენი ქალაქის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას

რუსთავში ავარიული შენობების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, თბილისის ქუჩის N8 საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-რესტავრაცია მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ბერუაშვილთან და  მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ. „რუსთავში ვაგრძელებთ ჩვენი ქალაქის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას. მერიის გუნდისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ავარიული საცხოვრებელი კორპუსების გამაგრება-რესტავრაციაა. თბილისის ქუჩაზე […]