25 მარტს, რუსთავის ღია საგამოფენო სივრცეში, ”შაბათი ART ბაზარში” გაიმართება

რუსთავში, მეგობრობის გამზირის N1-ის მიმდებარედ, ღია საგამოფენო სივრცეში,  ღონისძიება სახელწოდებით ‘შაბათი ART ბაზარში” გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში, 14:00 საათიდან, სკვერში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. მოგვიანებით, 18:00 საათზე, კი მუსიკალური ბენდების  ”Strange Brew” და ”PAPANUSI” კონცერტი დაიწყება.

ღონისძიების მიზანი ახალგაზრდა რუსთაველი მუსიკოსებისა და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა.

წინა რუსთავის მერია სტუდენტური სტაჟირების პროგრამას აცხადებს