რჩეულიშვილის ქუჩაზე ახალი მულტიფუნქციური სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

ჭყონდიდელის დასახლებაში, რჩეულიშვილის ქუჩაზე, ახალი მულტიფუნქციური რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურთან და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებთან ერთად, სამუშაო შეხვედრის ფორმატში ადგილზე გაეცნო.

,,რუსთავის მერია ,ვაგრძელებთ ქალაქის ეკოლოგიური გამოწვევების დასაძლევად ახალი პროექტების განხორციელებას. ჩვენ ჭყონდიდელის დასახლებაში უკვე მოვაწყვეთ ახალი შიდა საუბნო სივრცეები, ასევე მოსახლეობის თხოვნით, რჩეულიშვილის ქუჩის მიმდებარედ, მულტიფუნქციური რეკრეაციული სივრცის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. ძირითადი სამუშაოები თვის ბოლომდე დასრულდება და აღნიშნულ უბანს შეემატება ახალი რეკრეაცია დასასვენებელი, სპორტული, გასართობი სივრცეებითა და მწვანე კუნძულებით“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რჩეულიშვილის ქუჩაზე, ახალი სკვერი მოსახლეობის მოთხოვნით კეთდება, პროექტი 15 000- ზე მეტ კვადრატულ მეტრ ფართობზე  საბავშვო,  სპორტული და დასასვენებელი სივრცეების, გარე განათებისა და მწვანე კუნძულების მოწყობას ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში, რჩეულიშვილის ქუჩიდან გრანელის ქუჩაზე ჩასასვლელი კიბეც მოეწყობა, პროექტის ღირებულება, 1 688 134 ლარია.

,,ეს ტერიტორია წლების განმავლობაში მიტოვებული იყო. ამ ქუჩაზე სკვერის მოწყობა იყო მოსახლეობის მოთხოვნა და ჩვენი დაპირებაც. ძალიან კარგია, რომ ასეთი კარგი პროექტი ხორციელდება და ჭყონდიდელის დასახლებას, სულ მალე ექნება ერთ-ერთი თვალსაჩინო დასასვენებელი და სპორტული სივრცე“, – განაცხადა რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრმა ბადრი მაჭავარიანმა.

მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში, რუსთავში ამ ეტაპზე, ახალი და ვრცელი რეკრეაციული სივრცეების მოწყობის სამუშაოები 3 ლოკაციაზე – რჩეულიშვილისა და კლდიაშვილის ქუჩებზე, ასევე 21-ე მიკრორაიონში მიმდინარეობს, რისთვისაც ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან, ჯამში 6, 5 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

2022-2023 წლებში, რუსთავში, მწვანე საზოგადოებრივი სივრცეები, 63 411 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო, დღეისთვის ახალი რეკრეაციული სივრცეების მოწყობის სამუშაოები, 51 428 კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობს.

 

 

 

წინა კამპანიის – ,,თაობა მომავლისთვის“ პირველი ეტაპი N28 საჯარო სკოლაში გამართული შეხვედრით დასრულდა