რუსთავში, ოქსიგენ ფესტი ჯგუფ REGGAEON-ისა და MURO-ს კონცერტით დასრულდა

რუსთავში, „ოქსიგენ ფესტის“ (Oxygen/Fest) მთავარი მუსიკალური დღეები, ჯგუფ „რეგიონის“ კონცერტითა და „MURO“-ს პერფორმანსით დასრულდა.

ფესტივალი 1 ივნისს ,,ფიშ ფესტით’’ გაიხსნა. ,,Oxsygen Fest”-ის სივრცე ტრადიციულად, რუსთავის პარკში, ისტორიული ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტბის პირზე იყო მოწყობილი.

საფესტივალო სივრცე ,,ფიშ ფესტის” პარალელურად, ერთი თვის განმავლობაში, სხვადასხვა მუსიკალურ ჯგუფებსა და შემსრულებლებსაც მასპინძლობდა.

მთავარი მუსიკალური დღეები, კი დანიურმა ჯგუფმა Outlandish – მა და KORDZ-მა 5 ივლისს გახსნეს, 6 ივლისს კი ,,შერეკილებისა” და სტეფანეს კონცერტი ჩატარდა.

,,ოქსიგენის ყოველი ახალი წელი, ახალი კარი, სიახლეებითაა სავსე. გვახარებს ის, რომ ფესტივალი საერთაშორისო გახდა, რაც მთავარია, დამსწრეთა რაოდენობა წლიდან წლამდე ასმაგად მატულობს. ,,ოქსიგენის“ სახით, ჩვენს ქალაქს ისეთი სავიზიტო ბარათი გაუჩნდა, რომ მასპინძლობის კარი უფრო ფართოდ გაიღო. ჩემი აზრით, ეს ის პლატფორმაა, რომელიც დიდ სიამაყეს მოგვიტანს და რაც მთავარია, ის ბედნიერება, რომელიც გულწრფელია მსმენელსა და შემსრულებელს შორის, აქ აშკარად იგრძნობა. დიდი მადლობა ყველას, ვინც ,,ოქსიგენს“ დაესწრო“, – განაცხადა ფესტივალ „ოქსიგენის“ დამფუძნებელმა, მუსიკოსმა ლაშა ნოზაძემ.

Oxygen / Fest Space-ის კარი, ყოველდღე 18:00 საათიდან იხსნებოდა, სადაც მოწყობილი იყო დასასვენებელი, კვების, ლუდის სივრცეები და ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

„ოქსიგენი” რუსთავში პირველად 2022 წელს გაიმართა. საფესტივალო სივრცე, რუსთავის პარკში ტრადიციულად ცენტრალურ პარკში. ისტორიული ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო მოწყობილი.

,,ოქსიგენ ფესტი” რუსთავის მერიის და ,,ოქსიგენის“ ორგანიზებით უკვე მესამედ ჩატარდა.

 

წინა რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ანდრეას კიფერს ახალგაზრდებთან ერთად შეხვდა