რუსთავის მერიის ხელშეწყობით, საფეხბურთო კლუბ რუსთავის ახალგაზრდული გუნდი, შემოდგომაზე, ესპანეთში, პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრებთან და საფეხბურთო კლუბ ,,რუსთავის’’ დირექტორ ბაჩანა ცხადაძესთან ერთად, პატარა ფეხბურთელებს და მათ მშობლებს შეხვდნენ და წარმატებები უსურვეს.

საფეხბურთო კლუბ ,,რუსთავის” ახალგაზრდული გუნდი, რუსთავის მერიის დაფინანსებით, შემოდგომაზე, ესპანეთში, პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს.

ტურნირი, მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს, ესპანეთის ქალაქ სალოუში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი კლუბების ახალგაზრდული გუნდები.

რუსთავის ვაჟ ფეხბურთელთა გუნდი 2022-2023 წლებში, ელიტ ლიგის ორგზის გამარჯვებული გახდა, მოიგო Ateitis CUP 2022 Batumi და ბენდელას თასი.

 

 

წინა ჩვენი გუნდისთვის, ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, თანამშრომლების გადამზადება და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაა – ნინო ლაცაბიძე