საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024- 2030 წლების სტრატეგიასა და ამავე სტრატეგიის 2024- 2026 წლების სამოქმედო გეგმის სგშ სკრინინგის ანგარიშის შესახებ

2024 წლის 26 ივლისს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში სგშ-ის პროცედურის გავლის მიზნით წარდგენილია საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგია და ამავე სტრატეგიის 2024- 2026 წლების სამოქმედო გეგმის სგშ სკრინინგის ანგარიშის შესახებ განცხადება.

სგშ-ის სკრინინგის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/34419669-cfdd-4fa4-aee8-3978202649a1 დაგეგმილი საქმიანობის სგშ-ს სკრინინგის ანგარიშის განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარადგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2024 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ-ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).

დანართი

 

წინა შპს „სტანდარტის“ მიერ ნარჩენი ზეთების გადამამუშავებელი (ნარჩენების აღდგენა) საწარმოსა და 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობისა და ექსპლუატაციის შესახებ