რუსთავში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ორგანიზებული ღონისძიება – ,,ახალი წლის დღეები“ გაიმართა

რუსთავში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ორგანიზებული ღონისძიება – ,,ახალი წლის დღეები“, ქალაქის მთავარ მოედანზე მოწყობილ საახალწლო სოფელში გაიმართა.

ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან, მთელი დღის განმავლობაში, საბავშვო წარმოდგენები და სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართა.

პატარების სადღესასწაულო განწყობაზე თოვლის ბაბუა და ზღაპრის გმირები ზრუნავდნენ. მოეწყო ილუზიონისტის შოუ. გაიმართა ორკესტრისა და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა. ბავშვები თოვლის ბაბუას შეხვდნენ და ზღაპრის გმირებთან ერთად გასართობ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

,,ახალი წლის დღეების” ფარგლებში, რუსთავში, კვარტეტ ,,რანინას’’, ანსამბლ ,,ქართული ხმებისა’’ და ჯგუფ ,,გუფილენდის” მონაწილეობით, კონცერტი ჩატარდა. სადღესასწაულო საღამო, კი საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.

რუსთავის მერიის ორგანიზებით, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ 14 დეკემბერს აინთო და საახალწლო სოფელი გაიხსნა, ჩატარდა საშობაო მეჯლისი და ჯგუფ ,,ურსას” კონცერტი. მთავარ მოედანზე ყოველ საღამოს იმართება ფილმებისა და ანიმაციების ჩვენება, მოწყობილია კვების ობიექტები და ადგილობრივი მცირე მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საციგურაო მოედანი და გასართობი პავილიონები.

საახალწლო სოფელში, ბავშვებს თოვლის ბაბუა და ზღაპრის გმირები 7 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებენ.

 

წინა შპს „მეგა ცემენტის“ ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ