რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლებს ჯანმრთელობის დაცვის პაკეტს მერია დაუფინანსებს

რუსთავის მერია მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურის რეფორმას აგრძელებს. დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალური ავტოტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლებს ჯანმრთელობის დაცვის პაკეტს მერია დაუფინანსებს.

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, აღნიშნული სიახლე „მუნიციპალური ავტობუსების საწარმოს” თანამშრომლებთან შეხვედრაზე გააჟღერა. ქალაქის მერმა გზების რეაბილიტაციისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით დაგეგმილ სხვა ღონისძიებებზეც ისაუბრა.

„რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის თანამშრომლებს შევხვდით და გავაცანით დაზღვევასთან დაკავშირებული სიახლე, რაც მათივე მოთხოვნა იყო. თანამშრომლების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა. რა თქმა უნდა, ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ტრანსპორტის სფეროს რეფორმას იმისთვის, რომ რაც შეიძლება მაღალი ხარისხის სერვისი შევთავაზოთ მოსახლეობას”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ბოლო 4 წლის განმავლობაში, მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში, რუსთავში ახალი შიდასაქალაქო სატრანსპორტო სისტემა ამოქმედდა, ათწლეულების შემდეგ, პირველად, რუსთავიდან თბილისის მიმართულებით დაინიშნა მუნიციპალური ტრანსპორტი, მძღოლებმა და კონტროლიორებმა გაიარეს სპეციალური ტრენინგ-კურსები და რამდენჯერმე მნიშვნელოვნად გაიზარდა მათი შრომითი ანაზღაურებაც.

 

 

 

 

წინა ნინო ლაცაბიძე – შევქმენით ახალი პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც, ჩვენს მოსახლეობას და მუნიციპალიტეტს შორის, შუამავლები, რუსთაველი ახალგაზრდები იქნებიან