„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ შესაბამისად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული საქმიანობის (ქ. რუსთავში საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავება (სეგრეგაცია, მასერაცია, კომპოსტირება, ბრიკეტირება)) ექსპლუატაციის პირობის ცვლილების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის წარდგენის საჭიროების დადგენის მიზნით
შპს „სანიტარის“ მიერ ა/წ 21 ოქტომბერს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილია სკრინინგის განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად.
სკრინინგის განცხადება თანდართული დოკუმენტებთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე: https://ei.gov.ge/. დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე:
https://ei.gov.ge/ka/info/b5788e92-fe23-4571-9d44-d5db2f0fe335. სკრინინგის განცხადებით გათვალისწინებულ საკითხსა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარმოადგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2026 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით, მისამართზე: დავით აღმაშენებლის გამზ. N150, 0112 თბილისი ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge.