„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ შესაბამისად, დაგეგმილი საქმიანობისთვის (ქიმიური საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება) გარემოზე ზემოქმედების შეფასების
პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით სს „რუსთავის აზოტის“ მიერ ა/წ 5 მაისს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილია სკრინინგის განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად.
სკრინინგის განცხადება თანდართული დოკუმენტებთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე: https://ei.gov.ge/. დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე:
https://ei.gov.ge/ka/info/238b191d-e14a-447d-88f6-a16e19cc4add. გთხოვთ, სკრინინგის განცხადებით გათვალისწინებულ საკითხსა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენა სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში უზრუნველყოთ 2026 წლის 18 მაისის ჩათვლით, მისამართზე: დავით აღმაშენებლის გამზ. N150, 0112 თბილისი ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge.
იხ. დანართი