რუსთავში შიდასაუბნო სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა რამდენიმე მისამართზე ერთდროულად მიმდინარეობს

მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად, რუსთავში, შიდასაუბნო რეკრეაციული და სპორტული სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს.

ფალიაშვილის N6 საცხოვრებელ კორპუსთან, 450 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი ეწყობა.

ანალოგიური სამუშაოები, ერთდროულად, ქალაქის კიდევ რამდენიმე უბანში მიმდინარეობს.

ფალიაშვილის ქუჩაზე, სპორტული მოედნის მოწყობის პროცესს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

,,დღეს რუსთავში ბევრი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი ხორციელდება. მიმდინარეობს ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაცია, დაწყებულია ძველი რუსთავის რესტავრაციის უმნიშვნელოვანესი პროექტი. პარალელურად, ვასრულებთ მოსახლეობის, განსაკუთრებით, კი ახალგაზრდების თხოვნას და შიდასაუბნო სპორტული სივრცის მოწყობა, რამდენიმე მისამართზე უკვე მიმდინარეობს.

გათვალისწინებული გვაქვს ყველა ის სტანდარტი, რაც ამ ტიპის მოედნის შემთხვევაში, მოზარდის უსაფრთხოებისთვისაა საჭირო.

ეტაპობრივად შევეცდებით, რომ გამართული სპორტული ინფრასტრუქტურა, ქალაქის ყველა უბანში გვქონდეს.”-განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

შიდასაუბნო რეკრეაციული და სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტები მოსახლეობასთან შეთანხმებით, რუსთავის  თითქმის ყველა უბანშია დაგეგმილი.

წინა რუსთავში, შპს ,,პოლივიმის“ პოლიეთილენ-ტერეფტალატის (PET) ბოთლების რეციკლირების (ნარჩენების აღდგენა) და პოლიეთერის ბოჭკოს საწარმოს ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ