7-დან 15 ნოემბრის ჩათვლით, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დრამატულ თეატრში კომედიის თეატრალური ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალი 7 ნოემბერს, 20:00 საათზე, სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრის სპექტაკლით „ქალები 30+“გაიხსნება.
ფესტივალი რუსთავში, წელს მეხუთედ ტარდება.
ცხრა დღის განმავლობაში, რუსთავის თეატრი 10 თეატრალურ დასს უმასპინძლებს, ფესტივალის გამარჯვებულებს სპეციაური ჟიური გამოავლენს.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ახალგაზრდა რეჟისორების კონკურსიც. მონაწილეები კომედიური ჟანრის პიესების მიხედვით მომზადებულ ნაწყვეტებს წარმოადგენენ, ხოლო გამარჯვებულ ახალგაზრდა რეჟისორს შესაძლებლობა მიეცემა, სპექტაკლი რუსთავის თეატრში დადგას.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო და რუსთავის მერია.
ფესტივალის პროგრამა
7 ნოემბერი, 20:00 სთ
„ქალები 30+“ – სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრი
8 ნოემბერი, 20:00 სთ
„უშენოდ არ შემიძლია“ – კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი
9 ნოემბერი, 20:00 სთ
„სამანიშვილის დედინაცვალი“ – ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრი
10 ნოემბერი, 20:00 სთ
„აჩრდილები“ – გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი
11 ნოემბერი, 20:00 სთ
„ვთამაშობთ კვაჭი კვაჭანტირაძეს“ – თავისუფალი თეატრი
12 ნოემბერი, 20:00 სთ
„ბლეზი“ – ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი
13 ნოემბერი, 19:00 სთ
„ჩამოსულები“ – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული სახალხო თეატრი „მოდი ნახე“
13 ნოემბერი, 20:00 სთ
„გაუმარჯოს ბუშონს“ – ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
14 ნოემბერი, 20:00 სთ
„სოლომან მორბელაძე“ – რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრი
15 ნოემბერი, 20:00 სთ
„მწვანე ბარათი“ – მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი
