ბიუჯეტის გზამკვლევი


პროექტი, რომელსაც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია 2016 წლის მარტიდან, ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს, მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერას ქალაქში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკის დანერგვაში, რაც ხელს შეუწყობს ანგარიშვალდებულების გაზრდასა და მოქალაქეების მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადგილობრივ დონეზე.