რუსთავის ბიუჯეტი 108 მილიონიდან 112 მილიონ ლარამდე იზრდება. ბიუჯეტის გაზრდილი პარამეტრების დეტალებზე, რუსთავის მერიის მიერ დაგეგმილ ახალ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ ბრიფინგი გამართა. ბრიფინგის დასაწყისში, ნინო ლაცაბიძემ ქალაქის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, კომპანია ,,რუსთავის წყლის“ მიერ დაწყებულ პროექტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ პროცესს მუდმივ მონიტორინგს უწევს. ,,ჩვენ ყველამ ვიცით, რომ რუსთავში […]
გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რუსთავის მერიის და სს ,,რუსთავის აზოტი-ინდორამას“ ორგანიზებით, ლომოურის ქუჩაზე გამწვანების აქცია გაიმართა. ეკო ოაქციაში, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებმა, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, სს ,,რუსთავის აზოტი – ინდორამას“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ბურდილაძემ, ,,რუსთავსერვის ცენტრის“ წარმომადგენლებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა. ,,გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე რუსთავშიც […]
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე კომპანია რუსთავის წყლის მფლობელი GGU ჯგუფის გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოსი და სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, ხრამის სათავე ნაგებობაზე განხორციელებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. კომპანია ”რუსთავის წყალმა” ქალაქის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების ფარგლებში, მდინარე ხრამის ნაპირდაცვისთვის, მასშტაბური სამუშაოები ჩაატარა. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძემ, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან და […]
რუსთავში, ლებანიძის ქუჩაზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი, რუსთავის მერის მიერ, წლის დასაწყისში წარდგენილი სამოქმედო გეგმის ნაწილი იყო და მისი განხორციელება დღეისთვის უკვე აქტიურ ფაზაშია. ლებანიძის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურა დღემდე არ არსებობდა. აფხაზეთისა და ლომოურის ქუჩების დამაკავშირებელ საგზაო მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, […]
რუსთავში ბავშვთა დაცვის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. რუსთავის მერიის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდობის პარკში, პატარებისათვის სხვადასხვა გასართობი ღონისძიება და კონცერტები ჩატარდა. ,,პატარებს მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებებით ვუმასპინძლეთ. ღონისძიებებში ჩართული იყო უამრავი ბავშვი. გაიმართა კონცერტები, გამოფენები, ანიმატორების, ორკესტრისა და დრამერების შოუები“, – განაცხადა რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილმა. პარკის ტერიტორიაზე სპეციალურად მოწყობილ დახლებზე, რუსთაველი მეწარმეების […]
ნინო ლაცაბიძე – რუსთავის მერიის გუნდის სახელით, გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ სამართალდამცველს, რომელიც ზრუნავს ჩვენი ქალაქის უსაფრთხო და მშვიდ გარემოზე რუსთავში, საქართველოს პოლიციისა და პროკურატურის პროფესიულ დღეებთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით გამართულ საზეიმო მიღებაზე, ქვემო ქართლისა და რუსთავის სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს უმასპინძლეს. ღონისძიებას, საქართველოს პარლამენტის წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი, რუსთავის მუნიციპალიტეტის […]