„ქ. რუსთავში შპს „ელბა ექსპორტის“ კირის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილებაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ“ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2022 წლის 7 დეკემბრის N 505/ს ბრძანება. ბრძანება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლისთავთან დაკავშირებით, რუსთავში, საახალწლო სოფელში, საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას, რუსთავის მერი ნინო ლაცავიძე შვილებთან ერთად, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, პატრიარქის ნათლულები და მათი მშობლები დაესწრნენ. ,,მოგეხსენებათ, წლევანდელი წელი არის განსაკუთრებული, მის უწმინდესობას პატრიარქობიდან 45 წელი უსრულდება, დაბადებიდან 90 წლისთავი. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ორგანიზებას ვუწევთ მრავალ საიუბილეო და […]
რუსთავში, ქალაქის მთავარ მოედანზე საახალწლო სოფელი გაიხსნა და ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. საახალწლო დღესასწაულის პირველი სიურპრიზი, ქალაქის ისტორიას უკავშირდება და შობა-ახალი წლის ღონისძიებების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა უფლისწული იყო, რომელმაც საახალწლო ნაძვის ხე აანთო. დღესასწაულზე მისულ რუსთაველებს, ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა უმასპინძლეს. ,,დღეს რუსთავის მთავარ მოედანზე გვაქვს ძალიან კარგი […]
რუსთავში, ჟიული შარტავას სახელობის მოედნის რეაბილიტაციის ფარგლებში, ასფალტის საფარი იგება. სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ადგილზე გაეცნო. როგორც ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, ჟიული შარტავას სახელობის მოედანზე 6000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა 4 მწვანე კუნძული და დენდროლოგიური ზონები. „ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობისას ჩვენი მთავარი მიზანი, სამუშაოს ხარისხიანად შესრულებაა, ჩვენ არცერთ პროექტს, რომელიც ქალაქში ხორციელდება, არ ვაკეთებთ […]
ერთად ავანთოთ რუსთავის მთავარი ნაძვის ხე. საახალწლო სოფლის გახსნას, რუსთაველებს ანსამბლი ,,თუთარჩელა” მიულოცავს.
რუსთავში, შობა-ახალი წლის ღონისძიებებისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. თავისუფლების მოედანზე, სადაც საშობაო სოფელი მოეწყობა, მთავარი ნაძვის ხის მორთვა თითქმის დასრულებულია. საახალწლო ილუმინაციები და გირლანდები დამონტაჟდა კოსტავასა და მეგობრობის გამზირებზე. საახალწლოდ ირთვება თოდრიას სახელობის ქუჩა, ქალაქის ცენტრალური გამზირის შუაგამყოფი ზოლი, მესხიშვილის ქუჩის, მშვიდობის, ასევე შარტავას სახელობის და ჭყონდიდელის დასახლებაში არსებული სკვერები. სადღესასწაულოდ ეწყობა ქალაქის შიდასაუბნო სივრცეებიც. უკვე […]
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, რუსთავში დამოუკიდებლობის სკვერი გაიხსნა. დამოუკიდებლობის სკვერი, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა გახსნეს. სივრცე, რომელსაც რუსთაველები ,,დიდების ხეივნის“ სახელით იცნობდნენ, მთლიანად რეაბილიტირებულია. განახლებული რეკრეაციული სივრცე 26 მაისის ახალი მონუმენტით იწყება. სკვერში სრულად განახლდა მემორიალები, მათ შორის საქართველოს […]
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა რუსთაველი მოსწავლეებისთვის ინტერაქტიური პორტალის – ,,სტატისტიკა ბავშვებისა და მოზარდებისთვის“ პრეზენტაცია გამართა. რუსთავის მუნიციპალურ თეატრში გამართულ ღონისძიებას, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელი ღასან ხალილი, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები, მოსწავლეები და პედაგოგები დაესწრნენ. საქსტატის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს, ინტერაქტიურ პორტალზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს […]
ახლადრეაბილიტირებულ მერვე ბაგა-ბაღში, დღეიდან სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა. მე-8 ბაღი რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, პირველ მოადგილე კახა გურულთან და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად დაათვალიერა. ,,რუსთავში დასრულდა კიდევ ერთი ბაღის სრული რეაბილიტაცია. დღეს განახლდა სასწავლო პროცესი მე-8 ბაგა-ბაღში. 2022 წელს, ბაღებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოსთვის, ჯამში 3, 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ეს პროცესი 2023 წელსაც […]
რუსთავის მერი ქვემო ქართლის ახალგაზრდულ ფორუმს დაესწრო, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ორგანიზებით, ბოლნისში გაიმართა. ნინო ლაცაბიძემ სიტყვით მიმართა ფორუმის მონაწილეებს და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიებას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე, […]