რუსთავში, ცენტრალური ქუჩების პარალელურად, შიდასაუბნო სივრცეების მოწყობის სამუშაოებიც მიმდინარეობს

რუსთავში, შიდასაუბნო სივრცეების კეთილმოწყობისა და ახალი რეკრეაციების შექმნის მიზნით დაწყებული პროექტები გრძელდება. სკვერის მოწყობის სამუშაოები, ამჟამად ჭყონდიდელის დასახლებაში, ჩეხოვის ქუჩაზე მიმდინარეობს. 1570 კვადრატულ მეტრ ფართობზე მწვანე კუნძულები, საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო ატრაქციონები, სპორტული მოედანი და ფანჩატურები კეთდება. ახალი რეკრეაცია ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. სკვერის მოწყობის სამუშაოებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” […]

რუსთავში, ახალგაზრდობის სკვერში, მინი ბიბლიოთეკა მოეწყო

რუსთავში, ახალგაზრდობის სკვერში, მინი ბიბლიოთეკა „წიგნის ბუდე“ მოეწყო. ,,სკვერის ბიბლიოთეკის’’ პრეზენტაციას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი, ,,პროკრედიტ ბანკის” წარმომადგენლები და რუსთაველი ახალგაზრდები დაესწრნენ. ახალგაზრფობის სკვერში მოწყობილი ,,მინი ბიბლიოთეკა’’ უკვე აღიჭურვა წიგნებით. მინი ბიბლიოთეკიდან, ნებისმიერ მსურველს ეძლევა შესაძლებლობა, აიღოს წიგნი და მისთვის ხელსაყრელ […]

ნინო ლაცაბიძემ რუსთავის ახალი განვითარების კონცეფცია და 2023 წლის სამუშაო გეგმა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წარუდგინა

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ 2023 წლის გეგმების პრეზენტაცია და რუსთავის ახალი განვითარების კონცეფცია, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გააცნო. ინფრასტრუქტურული, სოციალური, ურბანული პროექტები, მუნიციპალური სერვისების რეფორმა, კულტურული და სპორტული პროგრამები, რომელთა განხორციელებასაც რუსთავის მერია მიმდინარე წელს გეგმავს, ნინო ლაცაბიძემ, რამდენიმე დღის წინ პირდაპირ ეთერშიც წარუდგინა რუსთაველებს. „შევხვდით სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, დეტალურად გავიარეთ ის გეგმა, რომლის განხორციელებასაც მერიის […]

ნინო ლაცაბიძე – როგორც საკანონმდებლო, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა, ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ 2023 წლის პროექტების პრეზენტაცია წარადგინა. ინფრასტრუქტურული, სოციალური, ურბანული პროექტები, მუნიციპალური სერვისების რეფორმა, კულტურული და სპორტული პროგრამები, რომელთა განხორციელებასაც რუსთავის მერია მიმდინარე წელს გეგმავს, ნინო ლაცაბიძემ, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი შატაკიშვილთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან, მერიის გუნდთან და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართულ ოცნებასთან“ ერთად წარუდგინა რუსთაველებს. პრეზენტაცია, მოქალაქეთა მომსახურების ახლადაშენებულ […]

სკრინინგის განცხადება – ქ. რუსთავში შპს „მშენებელი 2004“-ის ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ექსპლუატაციის პირობების ცვლილება; საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „მშენებელი 2004“; დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი, მშვიდობის ქუჩა N1; დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 9 თებერვლის ჩათვლით, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას  მიუთითოთ  შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს […]

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა – ქ. რუსთავში, შპს “ჯეოსთილის” მეტალურგიული საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: მეტალურგიული საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება (წარმადობის გაზრდა); დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს “ჯეოსთილი”; დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი, დავით გარეჯის N36. დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: 2023 წლის 28 თებერვალი 13:00 საათი, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა. საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. “გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების […]

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა – ქ. რუსთავში, შპს „ფერო ელოის ფროდაქშენის” ფოლადის სადნობი ინდუქციური ღუმელების მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: თუჯის ან ფოლადის დნობა პროდუქციის წარმოების მიზნით; დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ფერო ელოის ფროდაქშენი“; დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი, მშვიდობის ქუჩა N7; დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა: 2023 წლის 21 თებერვალი 14:00 საათი. ქ. რუსთავის მერიის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა. საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო; “გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების […]

რუსთავში, ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გადაიარაღებული საწარმოს ,,სერპენსი“ პრეზენტაცია გაიმართა

რუსთავში, სახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში” ფარგლებში დაარსებული საწარმო ,,სერპენსის“ რებრენდინგისა და კომპანიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია მოეწყო. პრეზენტაციას, საქართველოს მთავრობის წევრები: ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, პარლამენტის […]

შპს „ფერო ელოის ფროდაქშენის“ საწარმოს ექსპლუატაციის პირობების შეცვლისა და საწარმოში დამატებითი ტექნოლოგიური ხაზის მოწყობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების შესახებ

„ქ. რუსთავში, შპს „ფერო ელოის ფროდაქშენის“ ფეროშენადნობების საწარმოს ექსპლუატაციის პირობების შეცვლისა და საწარმოში დამატებითი ტექნოლოგიური ხაზის (აგლომერაციის საწარმოს) მოწყობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ“ ბრძანება