რუსთავში, ახალგაზრდობის სკვერში, მინი ბიბლიოთეკა მოეწყო

რუსთავში, ახალგაზრდობის სკვერში, მინი ბიბლიოთეკა „წიგნის ბუდე“ მოეწყო.
,,სკვერის ბიბლიოთეკის’’ პრეზენტაციას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი, ,,პროკრედიტ ბანკის” წარმომადგენლები და რუსთაველი ახალგაზრდები დაესწრნენ.
ახალგაზრფობის სკვერში მოწყობილი ,,მინი ბიბლიოთეკა’’ უკვე აღიჭურვა წიგნებით.
მინი ბიბლიოთეკიდან, ნებისმიერ მსურველს ეძლევა შესაძლებლობა, აიღოს წიგნი და მისთვის ხელსაყრელ გარემოში წაიკითხოს, წაიღოს შინ, დააბრუნოს ან ჩაანაცვლოს ახალი ლიტერატურით.
საგანმანათლებლო პროექტი ,,წიგნის ბუდე’’ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივითა და „პროკრედიტ ბანკის“ მხარდაჭერით, რამდენიმე წელია ხორციელდება და სხვადასხვა ქალაქში სკვერის ბიბლიოთეკის მოწყობას ითვალისწინებს.
წინა საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკისა და მისი დანართის – ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ