რუსთავის ბაგა-ბაღების 6100 აღსაზრდელი, ქალაქის მერიისგან საახალწლო საჩუქარს მიიღებს

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების 6100 აღსაზრდელი, საშობაო არდადეგების დაწყებამდე, ქალაქის მერიისგან, საჩუქარს მიიღებს. პატარებისთვის საჩუქრების დარიგება, რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების 23-ვე ფილიალში, დღეს დაიწყო და არდადეგების დაწყებამდე დასრულდება. პატარებისთვის საახალწლო საჩუქრების გადაცემის პროცესს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, დღეს 22-ე და 23-ე  ბაგა-ბაღებში დაესწრო. ნინო ლაცაბიძემ,  საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად, ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და […]

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებაზე, რუსთავში ,,ქართული ხმები” და ჯგუფი ,,რეგიონი” იმღერებენ

რუსთავის ,,საახალწლო სოფელი”, სადაც მთავარი ნაძვის ხე 10 დეკემბერს აინთო, სტუმრებს ყოველ შაბათ-კვირას მასპინძლობს. მთავარი სადღესასწაულო კონცერტი, კი რუსთაველებს შობის წინა დღეს, 6 იანვარს ელოდებათ. პრემიერ მინისტრის ინიციატივით დაგეგმილ ღონისძიებაზე, რუსთაველებისთვის ,,ქართული ხმები” და ჯგუფი ,,რეგიონი” იმღერებენ. 6 იანვარს, რუსთავის ,,საახალწლო სოფელი”, სტუმრებს საბავშვო-გასართობი ღინისძიებებით, ზღაპრის გმირების მსვლელობით, საშობაო ბაზრობით 15:00 საათიდან დაელოდება. სადღესასწაულოდ მორთული […]

ნინო ლაცაბიძე – ყველაზე მთავარია, რომ გუშინდელ შემთხვევას არ მოჰყოლია მსხვერპლი და ადამიანის მძიმე დაზიანება, მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ, რომ ავარიული კორპუსების პრობლემა ქალაქში გადაიჭრას

რუსთავის მერია ძველ კორპუსებზე სამშენებლო ჩარევის ნებართვებს აღარ გასცემს. ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, სამუშაო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც გუშინ, რუსთაველის ქუჩაზე შენობის ნაწილის ჩამონგრევის ფაქტზე შეიქმნა. ,,იმის მიუხედავად, რომ არქიტექტურის სამსახურის რეფორმის ფარგლებში, უკვე გამკაცრებული გვქონდა მიდგომები, მიმდინარე საკითხები კიდევ უფრო მეტი სიმკაცრით იქნება განხილული. ამასთან, მივიღეთ გადაწყვეტილება და ძველ კორპუსებში მოსახლეობის […]

რუსთავის მერმა მუნიციპალურ თავშესაფარში მცხოვრებ მოხუცებს ბარბარობა მიულოცა

უჩვეულო და ლამაზი ბარბარობა მოხუცთა სახლში მცხოვრები ხანდაზმულებისთვის – ნინო ლაცაბიძემ მუნიციპალური თავშესაფრის ბინადრებს საახალწლო სოფელში უმასპინძლა. ქალაქის მერმა, პარლამენტის წევრებთან: ალექსანდრე დალაქიშვილთან და ირაკლი შატაკიშვილთან, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებთან და კომპანია ,,ქონსთრაქშენ სერვისის” ხელმძღვანელთან ერთად, ხანდაზმული რუსთაველები ჯერ მოხუცთა სახლში მოინახულა და სადღესასწაულო საჩუქრები გადასცა, მოგვიანებით, კი ,,საახალწლო სოფელში”, კამერული მუსიკის კონცერტზე […]

რუსთავში კიდევ ერთი შიდასაუბნო რეკრეაციული სივრცე გაიხსნა

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, ახალი შიდასაუბნო რეკრეაციული სივრცე გაიხსნა, სადაც დღეს საახალწლო ილუმინაციებიც ჩაირთო. მესხიშვილის ქუჩის N11 და N13 საცხოვრებელი კორპუსებთან, მულტიფუნქციური სკვერი მოსახლეობის თხოვნით მოეწყო. ახალი დასასვენებელი და გასართობი სივრცე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ პარლამენტარ ალექსანდრე დალაქიშვილთან და ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრებთან ერთად გახსნა. ,,ცენტრალური ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების განახლებასთან ერთად, ჩვენი ერთ-ერთი […]

რუსთავის მუნიციპალიტეტს ,,პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2022“-ის სპეციალური პრიზი გადაეცა

რუსთავის მუნიციპალიტეტი კონკურსში – ,,პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2022“ წლის რეგიონულ მხარდამჭერად დასახელდა. პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი, 2022 წლის „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს გადასცეს. ,,პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს” 2022 წლის გამარჯვებულები შემდეგ ხუთ ძირითად საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდნენ: პროფესიული განათლების სტუდენტი, პროფესიული განათლების მასწავლებელი, პროფესიული საგანმანათლებლო […]

რუსთავის მერი მონიტორინგის მიზნით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრებთან ერთად, ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ქალაქის მერმა, მონიტორინგის მიზნით, გონაშვილის, დოლიძისა და ჩოხელის ქუჩების მიმდებარედ, გზის მოწყობის სამუშაოები, მოგვიანებით, კი მეგობრობის გამზირზე, მოქალაქეთა მომსახურების მშენებარე ცენტრი დაათვალიერა. ორივე პროექტი დასრულების ფაზაშია. ,,ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ადგილზე გაცნობა და ამ […]

რუსთავში, საახალწლო სოფელში პატრიარქის ნათლულებისთვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლისთავთან დაკავშირებით, რუსთავში, საახალწლო სოფელში, საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას, რუსთავის მერი ნინო ლაცავიძე შვილებთან ერთად, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, პატრიარქის ნათლულები და მათი მშობლები დაესწრნენ. ,,მოგეხსენებათ, წლევანდელი წელი არის განსაკუთრებული, მის უწმინდესობას პატრიარქობიდან 45 წელი უსრულდება, დაბადებიდან 90 წლისთავი. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ორგანიზებას ვუწევთ მრავალ საიუბილეო და […]

რუსთავში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

რუსთავში, ქალაქის მთავარ მოედანზე საახალწლო სოფელი გაიხსნა და ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. საახალწლო დღესასწაულის პირველი სიურპრიზი, ქალაქის ისტორიას უკავშირდება და შობა-ახალი წლის ღონისძიებების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა უფლისწული იყო, რომელმაც საახალწლო ნაძვის ხე აანთო. დღესასწაულზე მისულ რუსთაველებს, ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა უმასპინძლეს. ,,დღეს რუსთავის მთავარ მოედანზე გვაქვს ძალიან კარგი […]

შარტავას მოედნის რეაბილიტაციის ფარგლებში, ასფალტის საფარი იგება

რუსთავში, ჟიული შარტავას სახელობის მოედნის რეაბილიტაციის ფარგლებში,  ასფალტის საფარი იგება. სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ადგილზე გაეცნო. როგორც ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, ჟიული შარტავას სახელობის მოედანზე 6000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა 4 მწვანე კუნძული და დენდროლოგიური ზონები. „ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობისას ჩვენი მთავარი მიზანი, სამუშაოს ხარისხიანად შესრულებაა, ჩვენ არცერთ პროექტს, რომელიც ქალაქში ხორციელდება, არ ვაკეთებთ […]