რუსთავში, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრის დაარსებიდან 55 წლისთავთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა. საიუბილეო საღამო, გოგი ქავთარაძის სახელობის შემოქმედებითი სივრცის გახსნით და პირველი სპექტაკლის – ,,სირანო დე ბერჟერაკის“ კოსტიუმების გამოფენით გაიხსნა. მოგვიანებით კი დიდ დარბაზში ღონისძიება გაიმართა, რომელშიც რუსთავის თეატრის მსახიობებთან ერთად, სახელმწიფო ანსამბლი ,,რუსთავი“ და ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის თეატრის […]
ნინო ლაცაბიძემ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „მერების შეთანხმება – აღმოსავლეთ პარტნიორობის“ (Com – East) 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, ,,მერების შეთანხმების“ ფარგლებში, რუსთავში განხორციელებული ენერგოეფექტური პროექტების პრეზენტაცია წარადგინა. რუსთავის მერმა ქალაქში არსებულ კლიმატურ პრობლემებზე და რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელ გეგმებზეც ისაუბრა. ,,მერების შეთანხმებას” რუსთავი 10 წლის წინ შეუერთდა, რითაც სხვა წევრ მუნიციპალიტეტებთან […]
რუსთავის მერიისა და კომპანია ,,ბეკოს” ორგანიზებით, პროფესიულ-დრამატული თეატრის უკან მდებარე სკვერში გამწვანების აქცია მოეწყო. აქციის ფარგლებში, სკვერის ტერიტორიაზე ცაცხვისა და არყის ხის ნერგები დარგეს, რომლებიც ქალაქს საჩუქრად კომპანია ,,ბეკომ“ გადასცა. გამწვანების აქციაში მონაწილეობა, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ,,ბეკო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძემ, ტელეწამყვანმა ირაკლი მაქაცარიამ, ,,რუსთავსერვის ცენტრის“ ხელმძღვანელმა რევაზ გოგიძემ, […]
რუსთავის ოპოზიციურმა საკრებულომ ქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი არ დაამტკიცა. სხდომას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ესწრებოდა, რომელმაც ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს თავად წარუდგინა. რუსთავის მერი თითქმის სამსაათიანი ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობის კითხვებს პასუხობდა და დეპუტატებს მთავარი ფინანსური დოკუმენტის საგნობრივი განხილვისკენ მოუწოდებდა, თუმცა ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სხდომა ორჯერ დატოვეს და დარბაზში აღარ დაბრუნდნენ, […]
ფორუმი დღეს რუსთავში, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ-დრამატულ თეატრში მოეწყო და რუსთავის და გარდაბნის მუნიციპალიტეტები მოიცვა. დასაქმების ფორუმს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი ესწრებოდნენ. 35-მა კერძო კომპანიამ დასაქმების მსურველებს 500-მდე ვაკანსია შესთავაზა. სამუშაოს მაძიებლებს, შესაძლებლობა […]
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ხელმძღვანელ გელა წიკლაურთან ერთად, მერიის თანამშრომლებს სერთიფიკატები გადასცა. 2022 წელს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 98 საჯარო მოხელემ „საჯარო აუდიტის ინსტიტუტში“ პროფესიული გადამზადების ტრენინგ-კურსები გაიარა. ,,მუნიციპალიტეტის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია რეფორმები და ამ რეფორმების მთავარი მიზანია ძლიერი საჯარო მოხელის შექმნა, ხელშეწყობა თითოეული იმ ადამიანის, ვინც ჩვენს გუნდში მუშაობს. წლის განმავლობაში მერიის […]
რუსთავის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისია, სადაც 2023 წელს განსახორციელებელი პროგრამები უნდა განხილულიყო, ხმაურის ფონზე ექვსი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სხდომას რუსთავის მერი და მერის მოადგილეები ესწრებოდნენ. ნინო ლაცაბიძემ სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, 2023 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური პროგრამები პირადად წარადგინა და კომისიის წევრების კითხვებს უპასუხა. როგორც რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, კომისიის წევრებმა, რომლის უმრავლესობასაც პარტია […]
რუსთავში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო. ძველი რუსთავის რეაბილიტაციის ფარგლებში, ქაშაკაშვილის, კონსტიტუციისა და მშენებელთა ქუჩებზე, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია. სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე. მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან, ინფრასტრუქტურის სამსახურის, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო. ,,რუსთავში ვიწყებთ კიდევ სამი ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს. 1 805 […]
რუსთავის მერიამ, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი, საკრებულოს განსახილველად წარუდგინა. ამასთან დაკავშირებით, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ბრიფინგი გამართა. როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა, რთული და დატვირთული სამუშაო პროცესის შემდეგ, როგორც მერიის გუნდში, ისე მოსახლეობასთან კონსულტაციებზე დაყრდნობით, კანონის მოთხოვნის შესაბამისად და ვადების სრული დაცვით, 2023 წლის ბიუჯეტი, მერიამ საკრებულოში უკვე წარადგინა. ,,ბიუჯეტს პოზიტიურად ვიწყებთ და 87 367 700 […]
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში რუსთაველ ახალგაზრდებსაც წარუდგინა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ნინო ლაცაბიძემ ახალგაზრდების კითხვებსაც უპასუხა და მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პრიორიტეტებიც გააცნო. 2022 წლის ბიუჯეტის ანგარიში რუსთავის მერმა, გასულ კვირაში, არასამთავრობო სექტორს და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსაც ჩააბარა.